მსოფლიო თამბაქოს გარეშე

tabaco

 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1988 წლიდან დღემდე ყოველი წლის 31 მაისს აღნიშნავს დღეს-  „მსოფლიო თამბაქოს გარეშე.“  ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდიალიანობისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ გლობალური ყურადღების მიპყრობა.

თამბაქოს შესახებ ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია და მათ შორის ადრეული ასაკიდან. ემპირიული მონაცემების თანახმად, მწეველთა უმეტესობა მოწევას არასრულწლოვან ასაკში იწყებს. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი 26 წლამდე არამწეველია, დიდი ალბათობით არც მოგვიანებით გადაინაცვლებს მწეველების კატეგორიაში.

  • მიეცით პირადი მაგალითი: მწეველი მშობლების ბავშვები სტატისტიკური მონაცემების თანახმად უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ადრეულ ასაკში თამბაქოს მოხმარების დაწყებისკენ.

 

  • ესაუბრეთ ბავშვებს თამბაქოს მოხმარების მავნე შედეგებზე: ბავშვის ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, აუხსენით, რომ თამბაქო იწვევს მიჩვევას და მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; რომ იგი აზიანებს ფილტვებს, გულს და სხეულის სხვა ნაწილებს; უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობაზეც, რადგან იწვევს ნაადრევი ნაოჭების გაჩენასა და კბილების სიყვითლეს;

 

  • შეზღუდეთ თამბაქოს მოწევა სახლის გარემოში: შეგიძლიათ გააფრთხილოთ სტუმრები, რომ თქვენს სახლში თამბაქოს მოწევა არ არის დასაშვები.

 

  • მიეცით ბავშვებს შეკითხვების დასმის საშუალება: წაახალისეთ ბავშვი, რომ გაგიზიაროთ დამატებითი კითხვები ან გააჟღეროს მისთვის გაუგებარი საკითხები თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით. ნუ იღელვებთ თუკი ბავშვის ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემას ვერ შეძლებთ. შეგიძლიათ უთხრათ , რომ მოგვიანებით აუცილებლად მოიძიებთ და გაუზიარებთ ინფორმაციას.

 

  • ისაუბრეთ გარშემომყოფთა მხრიდან ზეწოლის რისკებზე: განსაკუთრებით მოზარდების შემთხვევაში, სასურველია დაადგინოთ ჰყავთ თუ არა მათ მწეველი მეგობრები; განიხილეთ რა ფორმით შეიძლება ვლინდებოდეს ზეწოლა და როგორ შეუძლიათ მასთან პოზიტიურად გამკლავება;

 

  • თუკი აღმოაჩენთ, რომ ბავშვი თამბაქოს მომხმარებელია: მოერიდეთ მუქარას ან ულტიმატუმების წაყენებას. ამის ნაცვლად ეცადეთ მიიღოთ მისგან სრული ინფორმაცია, შემდეგ კი შესთავაზეთ იმსჯელოთ იმაზე, თუ რა დაეხმარება მოწევისთვის თავის დანებებაში.

 

 

Spread the love

Tell us what you think