მაკრატლის გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება

medium-shot-kid-cutting-paper

მაკრატლის გამოყენება ერთ ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც ბავშვი 2 - 3 წლის ასაკიდან  ეტაპობრივად ეუფლება. მანამ უშუალოდ მაკრატლის გამოყენებაზე გადახვალთ, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ბავშვს შეუძლია ჯდომის დროს სწორი პოზის, ბალანსისა და წონასწორობის შენარჩუნება. არასტაბილურად ჯდომა ართულებს მაკრატლის სწორად ჭერის და მისი გამოყენების პროცესს.   ჯდომის დროს მნიშვნელოვანია მხრების სტაბილურ მდგომარეობაში შენარჩუნება, რათა მაკრატლის გამოყენებისას უკეთ მოხდეს  მაჯის და თითების კონტროლი და ცერა თითის სხვა თითებისგან იზოლირებულად მოძრაობის შესრულება.

მაკრატლის გამოყენების პროცესში დომინანტი, ანუ წამყვანი  ხელი ხსნის და ხურავს მაკრატელს, ხოლო არა დომინანტი ხელი იჭერს ფურცელს და ატრიალებს მას საჭიროებისამებრ.

მაკრატლის გამოყენების უნარის დასწავლა ხდება ინდივიდუალურად  და ამ უნარის გამომუშავების  სიზუსტე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პრაქტიკაზე.

მაკრატლის გამოყენების უნარის განვითარების ეტაპები

  1. გამოხატავს ინტერესს მაკრატლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
  2. ხვდება რომ მაკრატელი გამოიყენება რაიმეს გასაჭრელად.
  3. სწავლობს მაკრატლის დაჭერას და როგორც წესი იყენებს ორივე ხელს მაკრატლის პირების გახსნა-დახურვისთვის.
  4. სჭირდება დახმარება მაკრატლის სწორად დასაჭერად და შემდეგ დროის გარკვეული პერიოდით ახერხებს მის სწორად მანიპულირებას.
  5. ბავშვს შეუძლია მაკრატლის სწორად დაჭერა უფროსის ფიზიკური დახმარების გარეშე.
  6. სწავლობს როგორ გახსნას და დახუროს მაკრატლის პირები, მაგრამ ჯერ არ არის მზად ქაღალდის გასაჭრელად. ეს ეტაპი კარგი დროა იმისთვის, რომ ბავშვმა სცადოს სათამაშო ცომის ან რბილი თიხის მცირე ნაწილებად ჩამოჭრა. Მაკრატლის ჭერის Პროცესში ყოველთვის წაახალისეთ ბავშვი რომ ცერა თითი შეინარჩუნოს გაშლილ პოზიციაში.

ჩვევები მაკრატლის ხელში სწორად ჭერის უნარის გასავითარებლად

  1. დაახატეთ სმაილის ნიშანის ბავშვის ცერა თითის ფრჩხილზე, ეს დაეხმარება ბავშვს უკეთ აკონტროლოს ცერა თითის პოზიცია მაკრატლის გამოყენების პროცესში.
  2. ქაღალდის დაქუცმაცება: როდესც ბავშვს კარგად შეეძლება მაკრატლის პირების გახსნა/ დახურვა, შესთავაზეთ 3, 4 სმ სიგანის გრძელი ფურცლიდან მაკრატლის პირების მხოლოდ ერთხელ ჩამოჭრით გააკეთოს პატარ პატარა ნაჭრები.
  3. ქაღალდის ჩამოჭრა, მოძრაობა წინ: Ბავშვმა უნდა შეძლოს დაახლოებით 15 სმ სიგრძლის ქაღალდის ჩამოჭრა მაკრატლის პირის რამდენჯერმე გახსნა დაკეტვით. (არ ევალება სწორ ხაზზე ჩამოჭრა)
  4. არადომინანტი “დამხმარე ხელის “ გამოყენება: ბავშვმა უნდა დაიწყოს არადომინანტი ხელის მანიპულირება რათა დომინანტ ხელს დაეხმაროს პროცესში.
  5. სწორ ხაზზე ჩაჭრა : ბავშვს შეუძლია ჩაჭრას 15 სმ სიგრძლის ქაღალდი სწორ ხაზზე.
  6. მომრგვალებული ფორმის გამოჭრა : ბავშვს შეუძლია მარტივი მომრგვალებული და კუთხეებიანი ფორმების გამოჭრა არადომინანტი ხელის მოძრაობების გარეშე. Ჭრის პროცესში ძირითად მოძრაობას ასრულებს დომინანტი ხელი.
  7. მრგვალი ფორმების გამოჭრა.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, ზოგჯერ ბავშვები მაკრატლის გამოყენებას სწავლობენ შედარებით ადრე, ან ოდნავ მოგვიანებით ვიდრე მისი ასაკის სხვა ბავშები.

Spread the love

Tell us what you think