ჩვენი ინიციატივები

ჩვენ გვჯერა დახმარების, რომელიც ადამინებს აძლიერებს ცოდნით, ასტიმულირებს შემოქმედებითობას, ნაცვლად დახმარებისა, რომელიც სხვისი საქმის კეთებას გულისხმობს. ჩვენ გვჯერა ერთობლივი მუშაობის, მიზნის მისაღწევად. გვჯერა საქართველოს უნიკალური მემკვიდრეობის, მყარი პროგრესის და მრავალფეროვანი მომავლის. ჩვენი წამოწყებები სწორედ ამ ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება. მაკ ჯორჯია მიისწრაფის ჰორიზონტი გააფართოვოს მათთვის, ვინც რესურსების სიმწირეს განიცდის და ხელი შეუწყოს ჩართულობასა და პირობების გაუმჯობესებას მათთვის, ვისაც არ აქვს რესურსებზე წვდომა.

მოირგე

პირველად საქართველოში, მაკ-მა ჩამოაყალიბა ცენტრი, რომელსაც გაუძღვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელიც გასაზღვრულია ეტლების და სხვა დამხმარე დასაჯდომი მოწყობილობების მომარაგებისათვის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საქართველოში.

Moirge-Initiatives page
Initiatives-Borjomi-2000×1250

ბორჯომის შშმ პირთა დღის ცენტრის დიზაინი და განვითარება

რეგიონის ნომერ პირველი დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გაიხსნა ბორჯომში, 2018 წლის იანვარში, საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების შექმნით, რომელიც გავლენას ახდენს მთლიან რეგიონზე.

შეაღე

ჯერ კიდევ განვიტარების ეტაპზეა, ეს პროგრამა საშუალებას გაძლევთ რომ მოძებნოთ შეზღუდულ შესაძლებლობებზე დაფუძვნებული სერვისები, რომლებიც ამ დროისათვის ხელმისაწვდომია საქართველოში.

Sheaghe-4000×2500
parent hubs-04-2000×1250

მშობელთა დახმარების ცენტრების ჩამოყალიბება

დაიწყო თელავში და ოზურგეთში და დაარსებულია აშშ საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დახმარებით, მაკ ჯორჯია ატრენინგებს მშობლებს რათა ეფექტურად შეძლონ მათივე საზოგადოებაში არსებული სხვა შშმ ბავშვების მშობლების დახმარება.

სამედიცინო დახმარების წამოწყებებ

მაკ ჯორჯიას გამოცდილი თანამშრომლები სამედიცინო პერსონალს უტარებენ სხვადასხვა სახის სატრენინგო პროგრამებით.

Initiatives-MedSupport-1500×800
Initiatives-spec childrens

ინიციატივები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის

მუშაობა ბავშვებისთვის ჩვენი ორგანიზაციული ცხოვრებაა. ბავშვები არიან ყველაზე დაუცველნი ჩვენს შორის. საბოლოოდ, ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ბავშვების უსაფრთხოებაზე, დაცვაზე და აღზრდაზე. არსებობის პირველივე დღიდან მოყოლებული, მაკ-ი ინვესტიციას დებს საქართველოს მომავალში, საქართველოს ყველაზე მოწყვლადი ბავშვების გაძლიერებაში.

დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელშემწყობი ინიციატივები

მაკ-ი მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს შესაძლებლობების რეალიზაციაში, რათა შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება ნებისმიერ გარემოში. მაკ-ის ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ გარემოს მაქსიმალურად მორგებასა და გაუმჯობესებაზე, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

mde
Spread the love

Tell us what you think