ჩვენი სამედიცინო დახმარების წამოწყებები

ჩვენ გვჯერა რომ, რომ სამედიცინო პერსონალის მუდმივი მხადაჭერა- პაციენეტების მიმართ უკეთეს ზრუნვაზე აისახება. მაკ ჯორჯიას ოკუპაციურ თერაპევტთა გუნდი, მზად არის პროფესიონალური დახმარებისთვის, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა, იქნება ეს სამუშაო შეხვედრები თუ კონსულტაციები.

პარტნიორები

ჰელს პალას თბილისი

მაკ ჯორჯია თანამშრომლობს ჰელს პალასთან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სხვადასხვა პრაქტიკული სამედიცინო და რეაბილიტაციის კურსების მიწოდების კუთხით. საპილოტე პროგრამა შედგება თორმეტი სემინარისგან, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას. მაკ-ისა და ჰელს პალასის გუნდის მიერ მიწოდებული კლინიკური პრაქტიკის ტრენინგი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პირადად გამოსცადონ რეაბილიტაციის მიზანი და სარგებელი სტაციონარული დახმარების პროცესში.
მაკ-ის ოკუპაციური თერაპევტების მიერ მიწოდებული თემატიკაა: ოკუპაციური თერაპია; ნაწოლები; ტრანსფერი; სხეულის მდგომარეობა და პოზიციონირება; სავარძელში მოძრაობა; ეტლის და საწოლის თეთრეულის მარტივად გამოცვლის ტექნიკები, სენსორული სტიმულაცია და სენსორული ინტეგრაციის ელემენტების გამოყენება; ადაპტური მოწყობილობები.

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

სამ წელზე მეტია მაკ ჯორჯია, ჯო ენის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობით, მუშაობს პედიატრიული მკურნალობის გაძლიერებაზე. სთავაზობს ყოველკვირეულ კონსულტაციებს კლინიკის ექიმებს, ფსიქოლოგებსა და მომვლელების გუნდს. ეხმარება მათ პაციენტების კვების საჭროებების განსაზღვრასა და ტექნიკების დაგეგმვაში. სამუშაო მოიცავს: ორალურ სტიმულაციებს, სათანადო პოზიციონირებას და ადაპტური მოწყობილობების ერთობლიობას კვების უნარების გასავითარებლად. ინტერვენციების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს მაკის თანამშრომლები სამედიცინო გუნდთან და ბავშვის ოჯახებთან მჭიდრო ურთიერთობით წარმართავენ.

თანამშრომლობა

ჰელს პალასი

მაკ ჯორჯია-ს ოკუპაციური თერაპევტების ექსპერტთთა გუნდი, ჰელს პალასის სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლების ფარგლებში, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ეტაპის შემდეგ, აქტიურ კონსულტაციებს უწევს მათ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში.

Spread the love

Tell us what you think