პროგნოზირებადობის როლი: როგორ ამცირებს რუტინა შფოთვას ბავშვებში

child anx

ბევრი მშობელი ამჩნევს რომ, როდესაც დღე სტრუქტურირებული და პროგნოზირებადია, ბავშვი უფრო მშვიდად ფუნქციონირებს. ხოლო როცა რუტინა ირღვევა ან გაურკვევლობა იზრდება, შფოთვაც სწრაფად მატულობს და ქცევითი სირთულეებიის გამოვლენის ალბათობაც იზრდება. 
ბავშვებისთვის პროგნოზირებადობა ხშირად უბრალოდ კომფორტი კი არა, არამედ ემოციური უსაფრთხოების საფუძველია. როცა გარემო არაპროგნოზირებადად აღიქმება, თუნდაც მცირე ცვლილებას, მაგალითად გეგმის შეცვლას, მოულოდნელ თხოვნას,  —   ძლიერი სტრესის გამომწვევა შეუძლია. ეს არ ნიშნავს რომ ბავშვი ფსიქიკა მოუქნელია, უბრალოდ ასეთ დროს ბავშვის თავის ტვინი მეტ ენერგიას ხარჯავს გარემოს გაგებასა და წინასწარ განჭვრეტაზე. 
სტრუქტურა ამ დატვირთვას მნიშვნელოვნად ამცირებს. როდესაც ბავშვმა იცის, რა მოყვება აქტივობას შემდეგ, მისი ნერვული სისტემა ნაკლებად არის „ფხიზლად“ და მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში. ეს მას აძლევს შესაძლებლობას, ენერგია მიმართოს სწავლაზე, კომუნიკაციაზე და ემოციურ რეგულაციაზე.

 

პროგნოზირებადობის განცდის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს შემდეგი სტრატეგიების გამოყენება: 
ვიზუალური განრიგი: ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგია არის ვიზუალური განრიგი  გაკეთება. როცა ბავშვი ხედავს დღის აქტივობების დასურათებულ თანმიმდევრობას,  რომელზეც სხვადასხვა სიმბოლო ან მარტივი სიტყვებიც შეიძლება იყოს დატანილი, ეს  შფოთვას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ტრანზიციების დაგეგმვა: რთული ქცევა ან/და ინტენსიური ემოციები ხშირად  “ტრანზიციის” ანუ აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლის პროცესში ვლინდება.  ტრანზიციის დაგეგმვა და ბავშვის წინასწარი გაფრთხილება — მაგალითად იმის თქმა, რომ „ხუთ წუთში ვამთავრებთ თამაშს“ ან/და წამზომის  გამოყენება —  დაეხმარება მას ცვლილებასთან ნელნელა შეეგუებაში, რაც თავის მხრივ შფოთვას ამცირებს. 
თანმიმდევრულობის გამოვლენა: პროგნოზირებადობის უზრუნველყოფაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობლის მხრიდან გამოვლენილი თანმიმდევრულობა. როდესაც მშობელი ერთსა და იმავე სიტუაციაში  ერთსა და იმავე ფრაზებს იყენებს (მაგ: „ჯერ ვასუფთავებთ, შემდეგ ვსადილობთ “). 
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, , რომ პროგნოზირებადობა არ ნიშნავს სიმკაცრეს. ყოველდღიურ ცხოვრებაში  მაინც ხდება ისეთი  მოულოდნელობები, რომლებიც ჩვენს კონტროლს მიღმაა,   და ბავშვს იმის დასწავლაც სჭირდება, რომ სჭირდება  ასეთი ცვლილებები  უსაფრთხოა. ამიტომ, საუკეთესო მიდგომად მიიჩნევა ბავშვისთვის მცირე, მართვადი ცვლილებების ეტაპობრივი გაცნობა — წინასწარი მომზადება, მარტივ ენაზე ახსნა და მხარდაჭერა ახალ სიტუაციებში.
და ბოლოს, მთავარი მიზანი არ არის იდეალურად ზუსტი რუტინის შექმნა, არამედ ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ბავშვი ფიქრობს:
„ვიცი რა მოხდება შემდეგ და შემიძლია ამას გავუმკლავდე.“
როდესაც ეს განცდა ძლიერდება, შფოთვა ბუნებრივად მცირდება. ხოლო შფოთვის შემცირებასთან ერთად ბავშვს უფრო მეტი რესურსი რჩება კომუნიკაციისთვის, სწავლისა  და ემოციური რეგულაციის განვითარებისთვის.

 

Spread the love

Tell us what you think