ჩვენი ტრენინგები

SCHOOL-4000×2500

სკოლა

მაკ ჯორჯია გთავაზობთ უფასო ტრენინგების ფართო არჩევანს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას, ტრენინგები მოიცავს ინკლუზიურ განათლების პრინციპებს, ქცევის მართვას და სწავლების სტრატეგიებს. თუ შენ ხარ სტუდენტი, მასწავლებელი- საჯარო სკოლიდან, ან საბავშვო ბაღის დასაქმებული, ჩვენი კურსები არის შენთვის!

სერვისები

მაკ ჯორჯია გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის უფასო ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს, მათთან მომუშავე პირებს. ჩვენი მულტი-დისციპლინური გუნდი იმუშავებს თქვენთან ერთად, როგორც ცნობიერების გაზრდის კუთხით, ასევე თქვენს მიმდინარე პროგრამებში დახმარებისა და გაძლიერების მიზნით.

SERVICE-4000×2500
HEALTH-4000×2500

ჯანმრთელობა

მაკ ჯორჯია სთავაზობს უფასო კონსულტაციებს და ტრენინგებს სამედიცინო პერსონალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ოკუპაციური თერაპევტების გუნდი იმუშავებს თქვენთან, თქვენს ცენტრთან თუ საავადმყოფოსთან ერთად, რათა მოვახდინოთ მტკიცებულებაზე დაფუძვნებული პრაქტიკის ინტეგრირება რეაბილიტაციაში.

სახლი

მაკ ჯორჯია აცნობიერებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ხორციელდება სახლში, ოჯახის გარემოცვაში. ჩვენ გთავაზობთ უფასო ტრენინგებს, კონსულტაციებს და ვეხმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებს, რათა უკეთ გაიგონ მათი შვილების თუ და-ძმის საჭიროებები, ასევე, ვთავაზობთ შესაბამის დახმარებას შშმ პირებს, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას შესაძლებლობების ფარგლებში.

HOME-4000×2500
Online Trainings-4000×2500

ონლაინ

მაკ-ის ექსპერტები არ დაიშურებენ ძალისხმევას მომსახურების მისიის შესრულებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, როგორც ეს შესაძლებელი იქნება. ამ მიზნით, ჩვენ შევქმენით უფასო, ინოვაციური ტრენინგ- კურსები, რომლებსაც გთავაზობთ- იქ, სადაც თქვენ ხართ. ყოველი მოკლე, ინფორმაციული ვიდეო რგოლი მოგეწოდებათ ონლაინ. აღნიშნულ პროქტს მაკი ახორცილებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პორტალის მხარდაჭრით.