ჩვენი სერვისები/მომვლელთა ტრენინგები

ჩვენ მიგვაჩნია, რომ შშმ ბავშვები და მოზრდილები იმავე გარემოში უნდა იღებდნენ განათლებას, მუშაობდნენ და თამაშობდნენ, რაშიც ყველა სხვა პირი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებაში ინკლუზიურობის დანერგვა მოითხოვს შესაბამის განათლებას, რათა შეიცვალოს კულტურა, შეხედულებები, ქცევები და სტანდარტული პრაქტიკა. ჩვენი, როგორც მულტიდისციპლინარულ ექსპერტთა ჯგუფის ვალდებულებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ისევე როგორც იმ ხალხის ვინც მათთან ცხოვრობს და მუშაობს, სწავლება და მომსახურება. ოჯახები, მომვლელები, პედაგოგები, დამსაქმებელნი, მეგობრები და ბენეფიციარები - ჩვენ ვთანამშროლობთ ყველასთან!

დღეების საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი განიხილავს ქცევით პრობლემებს და გაგაცნობთ ქცევის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს. აღნიშნული ტრენინგი რეკომენდირებულია მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, პედაგოგების და ყველა იმ პროფესიონალისთვის, რომლებიც საქმიანობენ განათლების და/ან ბავშვთა დაცვის სფეროში.

სერთიფიკატი: ტრენინგის სერთიფიკატების მისაღებად აუცილებელია მონაწილე დაესწროს ტრენინგის ყველა დღეს და ფინალურ ტესტირებაზე დააგროვოს ქულათა არანაკლებ 80%.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 8 საათი

აღწერილობა: აღნიშნული ტრეინგი, რომელიც შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობების სფეროს არასპეციალისტებისათვის, იდეალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს სახელისუფლებო წარმომადგენლებისათვის აღნიშნული სფეროს საჭიროებების უკეთ გაგების მიზნით. მთელი კურსის განმავლობაში, რომელიც ერთი სრული დღე გრძელდება, ჩვენ განვიხილავთ შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს, სპეციფიურ სამედიცინო საჭიროებებს, სენსორულ დარღვევებს, ემოციურ პრობლემებს და ადაპურ მოწყოილობებს.
სერთიფიკატი: სერთიფიკატით დაჯილდოვდება ყველა ის მონაწილე, ვინც ტრენინგის დღეს სრულად დაესწრება.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:   ტრენინგი განკუთვნილია მშობლებისათვის, დღის ცენტრის თანამშრომლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
პირველი დღე ეთმობა სენსორული ინტეგრაციის თეორიის მიმოხილვას, სენსორული ინტეგრაციის სირთულეებს და მასთან გამკლავების ზოგად სტრატეგიებს/რეკომენდაციებს.
ტრენინგის მეორე დღეს, მონაწილეები ამზადებენ სხვადასხვა სენსორულ ნივთებს/სათამაშოებს და განიხილავენ თუ როგორ უნდა გამოიყენონ ისინი სხვადასხვა აქტივობების დროს.

სერთიფიკატი: სერთიფიკატებს მიიღებენ ის მონაწილეები, რომლებიც ფინალურ გამოცდაში ქულათა არანაკლებ 80%-ს მოიპოვებენ.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:   ტრენინგი ორიენტირებულია ასაკთან დაკავშირებული სირთულეებისა და მასთან გამკლავების ეფექტურ სტრატეგიების/მეთოდების სწავლების ხელშეწყობაზე და მოიცავს შემდეგ საკითხებს: დაცემის პრევენცია, ინსულტი, დიაბეტი, დემენცია, ალცჰაიმერი, ნაწოლების პრევენცია, კვება, მობილობა და დამხმარე საშუალებების გამოყენება.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა:   ტრენინგის მიზანია თამაშის გამოყენებით ინტერვენიის ეფექტური სტრატეგიების სწავლება პროფესიონალთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ტრენინგის ფარგლებში განიხილება თამაშის დანიშნულება, მისი მნიშვნელოვნება ბავშვის განვითარების პროცესში, ასაკის შესაბამისი აქტივობების შერჩევა/დაგეგმვა და განხორციელება.

სერთიფიკატი: ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

დღეების/საათების რაოდენობა: 5 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:   აღნიშნული ტრენინგი მოიცავს სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ეფექტური ინტერვენციის სტრატეგიების განხილვას და გამიზნულია იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც სპეციალური განათლების კუთხით მუშაობენ, ისევე როგორც ოჯახის წევრებისა და სხვა, აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. ტრენინგი იკვლევს შემდეგ საკითხებს: განვითარების დარღვევები, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები, სენსორული და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობები, ემოციური პრობლემები, საწყისი აკადემიური უნარების სწავლება, ინდივიდულარული საგანმანათლებლო გეგმები და ქცევის მართვის სტრატეგიები.
სერთიფიკატი: სერთიფიკატს მიიღებს ყველა ის მონაწილე, რომელიც დაესრება მთლიანი ტრენინგის მინიმუმ 90%-ს და ფინალურ გამოცდაზე ქულათა არანაკლებ 80%-ს მიიღებს.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:   ტრენინგი განკუთვნილია დღის ცენტრისა და სხვა სერვისის მიმწოდებელი პროფესიონალთათვის და ორიენტირებულია ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ოკუპაციური თერაპიის მიმოხილვა, რეაბილიტაცია, სწორი პოზა ჯდომისა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობის დროს, თამაში და მისი მნიშვნელობა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები და ფუნქციური ტრანსფერები.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:   აღნიშნული კურსი განკუთვნილია შშმ პირთა უშუალო მომვლელებისა და ოჯახის წევრებისათვის. კურსის მიმდინარეობისას ჩვენ ვმუშაობთ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების შეძენა/გაუმჯობესებაზე და მონაწილეებს ვაწვდით იმ ინსტრუმენტებს, რაც საჭიროა შშმ პირთა დასახმარებლად მათი ფუნქიონირების გაუმჯობესებისთვისა და ყოველდღიურ აქტივობებში დამოუკიდებლობის დონის მაქსიმიზაციისათვის. ტრენინგი მონაწილეებს სთავაზობს პრაქტიკულ სეანსებს, რომლებიც ეხმარება მათ საკუთარი უნარების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში. განხილული საკითხები მოიცავს: უსაფრთხოების უნარები, პირადი ჰიგიენა, ჩაცმა, თემში გადაადგილება, ფულის მართვა, კომუნიკაცია და თვითშეგნება.
ყველა მონაწილეს მოეთხოვება აქტიური მონაწილეობა და ინტენსიური ჯგუფური მუშაობა, ამიტომ მზად იყავით ურთიერთქმედებებისთვის!

სერთიფიკატი: სერთიფიკატით დაჯილდოვდება ყველა ის მონაწილე, ვინც სრული ტრენინგის მინიმუმ 90%-ს დაესწრება და და ფინალურ გამოცდაზე მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: პროგრამა განკუთვნილია დღის ცენტრისა და სხვა სერვისის მიმწოდებელი პროფესიონალთათვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ეცნობიან დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობას, იღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რათა ეფექტურად ჩართონ ბენეფიციარები ყოველდღიურ საქმიანობებში.
სამი დღის განმავლობაში მონაწილეები იღებენ ინფორმაციას პროგრამის შინაარსისა და მასალების შესახებ, იძენებ უნარ-ჩვევებს თუ როგორ უნდა წარმართონ თითოეული მოდული, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია სესიებად.
პროგრამა მოიცავს შემდეგ მოდულებს: უსაფრთხოებისთვის საჭირო უნარები, პირადი ჰიგიენა, ჩაცმა/გახდა, ფულის მენეჯმენტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, კომუნიკაცია.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

არწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
მოიცავს შემდეგ საკითხებს: პირის ღრუს ანატომიური აგებულება, წოვის/ღეჭვის/ყლაპვის დროს არსებული სირთულეები და მასთან გამკლავების სტრატეგიები. ტრენინგი ასევე მოიცავს სწორი პოზის შერჩევას კვების დროს, კვებისთვის საჭირო სპეციფიკური ჭურჭლისა და დამხმარე საშუალებების შერჩევა/გამოყენებას, პირის ღრუს მარტივ სტიმულაციას და სხვა დახმარების სტრატეგიების გამოყენების სწავლებას კვების პროცესში.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე. 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია პროფესიონალებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ ვერბალური კომუნიკაციის სირთულეების მქონე ბავშვებთან. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სურათების კომუნიკაციის სისტემის გამოყენების შესახებ. ორდღიანი ტრენინგის მანძილზე მონაწილეები დეტალურად გაივლიან აღნიშნული სისტემის თითეულ ფაზას და ისწავლიან, თუ რა შემთხვევაში და როგორ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80 %-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: ½ დღე; 2½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის ან სხვა დაინტერესებული პირებისთვის და მოიცავს ინფორმაციას როგორც სხვადასხვა დამხმარე საშუალების დანიშნულების შესახებ, ასევე მათი სწორად შერჩევისა და გამოყენების სწავლებას.

სერთიფიკატი: სერთიფიკატი მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელიც სრულად დაესწრება ტრენინგს და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი დღეში

აღწერილობა: ტრენინგი მოიცავს სენსორული ინტეგრაციის ზოგად თეორიულ მიმოხილვას და სენსორული სტიმულაციის ელემენტების გამოყენების სწავლებას ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში. ტრენინგი განკუთლინილია რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე შემდეგი პროფესიონალთათვის: ოკუპაციური თერაპევტები, ABA თერაპევტები, მეტყველების თერაპევტები, ფიზიოთერაპევტები, დამხმარე სპეციალისტები და ფსიქოლოგები.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: პირველი ნაწილი: 4 days; 4 ½ საათი დღეში — მეორე ნაწილი: 3 days; 4½ საათი დღეში

არწერილობა: აღნიშნული ტრენინგი, აკრედიტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და განკუთვნილია როგორც ახლადშექმნილი დღის ცენტრებისთვის, რომელთაც ამ ეტაპზე არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება, ასევე უკვე ფუნქციონირებადი ცენტრებისთვის, რომელთაც აქვთ ცოდნის გაღრმავებისა და საკუთარი სერვისების გაძლიერების სურვილი. ტრენინგი ორი ნაწილისგან შედგება და მონაწილეებს უზრუნველყოფს იმ ფუნდამენტური ცოდნითა და უნარებით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ხარისხიანი ზრუნვისთვისაა აუცილებელი. ტრენინგი 7 დღიანია და იწყება ბავშვთა უფლებების კონვენციისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის განხილვით და გრძელდება შემდეგი თემებისა და საკითხების განხივლით: განვითარების დარღვევევები და ნორმები, სხვადასხვა სენსორული დეფიციტი, ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და დანერგვა, აბილიტაცია-რეაბილიტაციის სტრატეგიები, შემთხვევის მართვა, ქცევითი და ემოციური სირთულეები, ქცევის მართვის სტრატეგიები, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარება, სენსორული ინტეგრაციის ტექნიკები, ჯდომა და პოზირება.

სერთიფიკატი: სერტიფიკატის მიღებისთვის აუცილებელია მონაწილე დაესწროს ტრენინგის ყველა დღეს და საბოლოო ტესტში დააგროვოს მინიმუმ 80%.

დღეების/საათების რაოდენობა: 4 დღე; 4½ საათი დღეში.

აღწერილობა: აღნიშნული კურსი განიხილავს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ სწავლების სტრატეგიებსა და განათლების ინდივიდუალური გეგმის (გ.ი.გ.) შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კურსის ფარგლებში ძირითადი აქცენტი კეთდება წერის, კითხვისა და არითმეტიკულ უნარების განხილვაზე, რათა მონაწილეებმა შეძლონ საკუთარი მოსწავლეების სწავლის დონის უკეთ შეფასება და საჭიროების შემთხვევაში განათლების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და დანერგვა.

სერთიფიკატი: სერტიფიკატის მიღებისთვის აუცილებელია მონაწილე დაესწროს ტრენინგის ყველა დღეს და საბოლოო ტესტში დააგროვოს მინიმუმ 80%.

დღეების/საათების რაოდენობა: ½ დღე; 2½ საათი.

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ტრენინგი ძირითადად შედგება პრაქტიკული ნაწილისაგან, რომლის დროსაც მონაწილეები ეცნობიან ტრანსფერების სხვადასხვა ტიპებსა და მისი განხორციელების სტრატეგიებს, ასევე იღებენ ინფორმაციას თუ როგორ შეამცირონ ფიზიკური დატვირთვა ტრანსფერის განხორციელების დროს.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია სამდიცინო და ფიზიკური რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე პროფესიონალთათვის. სამი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ეტლში სწორად ჯდომის ძირითად პრინციპებს, მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პირებისთვის ეტლის შერჩევა, სწორად შეფასება, ზომების აღება და მარტივი ადაპტაციების გამოყენებით სწორად ჯდომის ხელშეწყობა.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80 %-ს

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია ეტლით მოსარგებლეთა ოჯახის წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
მონაწილეები იღებენ ინფორმაციას ეტლში სწორად ჯდომის ზოგად პრინციპებზე და სწავლობენ თუ როგორ უნდა მოხდეს მარტივი ადაპტაციების გამოყენება ეტლში სწორად ჯდომის ხელშესაწყობად.

სერთიფიკატი:ტრენინგის მონაწილეებს გაადეცემათ დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი.

MAC provides evaluations and assessments of children with various special needs and/or disabilities. Evaluations of children with special needs are crucial for identifying their strengths and weaknesses. Our assessments offer recommendations on effective teaching and behavior management strategies, general adaptations, and activities/strategies that foster skill development and independence. We offer our services free of cost to Georgian day centers.

მაკ-ჯორჯიას მულტიდისციპლინური გუნდი დღის ცენტრებსა და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამების განხორციელებაში ჩართულ პირებს სთავაზობს უფასო მომსახურებას, რაც მოიცავს როგორც ინდივიდუალურ შეფასებას, ასევე კონსულტაციებს სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით.
იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამოუკიდებლობის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი გუნდის მუშაობაც მიმართულია ისეთი აქტივობების შექმნასა და დანერგვაზე, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ ინდივიდზე და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფუნქციონირების დონის ამაღლებას. ამ მიზნით პირველ რიგში ვახორციელებთ ინდივიდის ამჟამინდელი საჭიროებების შეფასებას და აღნიშნულის საფუძველზე ვახდენთ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: არსებული ინტერვენციების მოდიფიცირება, კონკრეტული უნარების განვითარება, ახალი მიდგომების გამოყენება ან სხვადასხვა დამხმარე ტექნოლოგიის ჩართვა მუშაობის პროცესში.
ჩვენი საბოლოო მიზანია ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს იმ უნარების განვითარებასა და გაძლიერებაში, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვისაა საჭირო და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ისეთი პირობების შექმნას, სადაც ისინი საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ, იქნება ეს სკოლის, სამსახურის, სპორტის თუ სხვა სახის გარემო თუ აქტივობა, სადაც მათ ჩართვის სურვილი აქვთ.