ჩვენი ტრენინგები სახლის პირობებში

ჩვენ მიგვაჩნია, რომ შშმ ბავშვები და მოზრდილები იმავე გარემოში უნდა იღებდნენ განათლებას, მუშაობდნენ და თამაშობდნენ, რაშიც ყველა სხვა პირი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ინკლუზიის დანერგვა საზოგადოებაში მოითხოვს შესაბამის განათლებას, რათა შეიცვალოს კულტურა, შეხედულებები, ქცევები და სტანდარტული პრაქტიკა. ჩვენი, როგორც მულტიდისციპლინარულ ექსპერტთა ჯგუფის ვალდებულებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ისევე როგორც იმ ხალხის ვინც მათთან ცხოვრობს და მუშაობს, სწავლება და მომსახურება. ოჯახები, მომვლელები, პედაგოგები, დამსაქმებელნი, მეგობრები და ბენეფიციარები - ჩვენ ვთანამშროლობთ ყველასთან!

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: აღნიშნული ტრენინგი განიხილავს პრობლემური ქცევის საკითხებს და გთავაზობთ ქცევის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს. ამ ტრენინგს ჩვენ ვურჩევთ მშობლებს, ოჯახის წევრებს, პედაგოგებსა და ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც განათლების ან ბავშვთა დაცვის სფეროში მუშაობენ.

დღეების/საათების რაოდენობა: 4 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: მოცემულ ტრენინგ- კურსში მთავარი აქცენტი კეთდება ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ფილოსოფიაზე დაყურადღება ეთმობა ისეთი საკითხების განხილვას როგორიცაა: ფსიქო-ფიზიკური განვითარების, ქცევის და ემოციური სფეროს დარღვევები.

სერთიფიკატი: სერტიფიკატი გადაეცემა ყველა მონაწილეს, რომელიც დაესწრება ტრენინგის სულ მცირე 90 %-ს, ხოლო საბოლოო გამოცდაში დააგროვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს. .

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:ტრენინგი განკუთვნილია მშობლებისათვის, დღის ცენტრის თანამშრომლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. პირველი დღე ეთმობა სენსორული ინტეგრაციის თეორიის მიმოხილვას,
სენსორული ინტეგრაციის სირთულეებს და მასთან გამკლავების ზოგად სტრატეგიებს/რეკომენდაციებს.
ტრენინგის მეორედღეს, მონაწილეები ამზადებენ სხვადასხვა სენსორულ ნივთებს/სათამაშოებს და განიხილავენ თუ როგორ უნდა გამოიყენონ ისინი
სხვადასხვა აქტივობების დროს.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:   ტრენინგი ორიენტირებულია ასაკთან დაკავშირებული სირთულეებისა დამასთან გამკლავების ეფექტურ სტრატეგიების/მეთოდების სწავლების ხელშეწყობაზე და მოიცავს შემდეგ საკითხებს: დაცემის პრევენცია, ინსულტი, დიაბეტი, დემენცია, ალცჰაიმერი, ნაწოლების პრევენცია, კვება, მობილობა და დამხმარე საშუალებების გამოყენება.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

ჩვენ ვთავაზობთ მშობელზე-ფოკუსირებულ ვორქშოფებს ოჯახებს, რათა მათ შეძლონ ბავშვების აქტიურად ჩართვა სახლის გარემოში და მათი დამოუკიდებლობის უნარების ხელშეწყობა. აღნიშნული ტრენინგი ძალიან ინტერაქციულია და მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეები ასევე დაეუფლებიან ყოველდღიური, ადვილად ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებით სხვადასხვა განმავითარებელი სათამაშოების დამზადების უნარ-ჩვევებს.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: შესავალი რეაბილიტაციაში, ადაპტური მოწყობილობები, პოზირების ტექნიკები, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების განვითარების ხელშეწყობა, თამაში და მისი მნიშვნელობა, საქართველოში არსებული სერვისები.

მაკ-ი აწარმოებს განსაკუთრებული საჭიროებების/ ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შეფასებებს. განსაკუთრებული საჭიეროებების მქონე ბავშვების შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი რათა დავადგინოთ მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. ჩვენი შეფასებები სთავაზობს რეკომენდაციებს მშობლებს და ოჯახის წევრებს ეფექტური სწავლებისა და ქცევის მართვის სტრატეგიების, ზოგადი ადაპტაცოოს და აქტივობებს/სტრატეგიებს შესახებ, რომელიც ხელს უწყობს უნარის განვითარებას და დამოუკიდებლობას. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს სერვისებს უფასოდ საქართველოში არსებულ დღის ცენტრებს.

დღეების/ საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა:   ტრენინგის მიზანია თამაშის გამოყენებით ინტერვენიის ეფექტური სტრატეგიების სწავლება დაინტერესებული პირებისთვის. ტრენინგის ფარგლებში განიხილება თამაშის დანიშნულება, მისი მნიშვნელოვნება ბავშვის განვითარების პროცესში,ასაკის შესაბამისი აქტივობების შერჩევა/დაგეგმვა და განხორციელება. სერთიფიკატი: ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი.

დღეების/საათების რაოდენობა: 5 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:   აღნიშნული ტრენინგი მოიცავს სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ეფექტური ინტერვენციის სტრატეგიების განხილვას იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც სპეციალური განათლების კუთხით მუშაობენ, ისევე როგორც ოჯახის წევრებისა და სხვა, აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: განვითარების დარღვევები, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები, სენსორული და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობები, ემოციური პრობლემები, ბაზისური აკადემიური უნარების სწავლება, ინდივიდულარული სასწავლო გეგმა და ქცევის მართვის სტრატეგიები.

დღეების/საათების რაოდენობა: 2 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა: ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ოკუპაციური თერაპიის მიმოხილვა, რეაბილიტაცია, სწორი პოზა ჯდომისა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობის დროს, თამაში და მისი მნიშვნელობა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები და ფუნქციური ტრანსფერები.

სერთიფიკატი: დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა ყველა
იმ მონაწილეს, რომელიც ტრენინგს დაესწრება სრულად და ფინალურ ტესტში მოიპოვებს ქულათა არანაკლებ 80%-ს.

დღეების/საათების რაოდენობა: 3 დღე; 4½ საათი/დღეში

აღწერილობა:   აღნიშნული კურსი განკუთვნილია შშმ პირთა უშუალო მომვლელებისა და ოჯახის წევრებისათვის. კურსის მიმდინარეობისას ჩვენ ვმუშაობთ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების შეძენა/გაუმჯობესებაზე და მონაწილეებს ვაწვდით იმ ინსტრუმენტებს, რაც საჭიროა შშმ პირთა დასახმარებლად მათი ფუნქიონირების გაუმჯობესებისთვისა და ყოველდღიურ აქტივობებში დამოუკიდებლობის დონის მაქსიმიზაციისათვის. ტრენინგი მონაწილეებს სთავაზობს პრაქტიკულ სეანსებს, რომლებიც ეხმარება მათ საკუთარი უნარების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში. განხილული საკითხები მოიცავს: უსაფრთხოების უნარები, პირადი ჰიგიენა, ჩაცმა, თემში გადაადგილება, ფულის მართვა, კომუნიკაცია და თვითშეგნება.
ყველა მონაწილეს მოეთხოვება აქტიური მონაწილეობა და ინტენსიური ჯგუფური მუშაობა, ამიტომ მზად იყავით ურთიერთქმედებებისთვის!

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: პირის ღრუს ანატომიური აგებულება, წოვის/ღეჭვის/ყლაპვის დროს არსებული სირთულეები და მასთან გამკლავების სტრატეგიები. ტრენინგი ასევე მოიცავს სწორი პოზის შერჩევას კვების დროს, კვებისთვის საჭირო სპეციფიკური ჭურჭლისა და დამხმარე საშუალებების შერჩევა/გამოყენებას,პირის ღრუს მარტივ სტიმულაციას და სხვა დახმარების სტრატეგიების გამოყენების სწავლებას კვების პროცესში.

დღეების/საათების რაოდენობა: ½ დღე; 2½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი მოიცავს ნაწოლებისა და მათი პრევენციის ზოგად მიმოხილვას და ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოხდეს ნაწოლების პრევენცია და/ანიდენტიფიკაცია, ასევე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი პოზირება შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად.

დღეების/საათების რაოდენობა: ½ დღე; 2½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია რეაბილიტაციისსფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის ან სხვა დაინტერესებული პირებისთვის და მოიცავს ინფორმირებას როგორც სხვადასხვა დამხმარე საშუალების დანიშნულების შესახებ, ასევე მათი სწორადშერჩევისა დაგამოყენების სწავლებას.

დღეების/საათების რაოდენობა: ½ დღე; 2½ საათი

აღწერილობა: აღწერილობა:ტრენინგი არის პრაქტიკული სახის, რომლის დროსაც ყურადღების გამახვილება ხდება სახსრების მოძრაობის სიფართის მარტივ სავარჯიშოებზე, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია სახლის პირობებში. პროცესში მიმოვიხილავთ სახსრების მოძრაობის სიფართის სავარჯიშოების მიზანსა და მნიშვნელოვნებას და მისი განხორციელების ტექნიკებს. ტრენინგი რეკომენდირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის იმ წევრებისთვის, ვინც უშუალოდ მუშაობს მისი ფიზიკური უნარების განვითარების ხელშეწყობაზე.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი არის პრაქტიკული სახის და მიმართულია მშობლების ინფორმირებაზე, რათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით შეძლონ ბავშვის ჩართვა სხვადასხვა განმავითარებელ თამაშის აქტივობაში სენსორული ინტეგრაციის ელემენტების გამოყენებით. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ბავშვებთან ერთად ამზადებენ სხვადასხვა ტიპის სენსორულ სათამაშოს და სწავლობენ მათ სწორად გამოყენებას თამაშის პროცესში.

დღეების/საათების რაოდენობა: 4 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კურსი პირველ რიგში სკოლის მასწავლებლებისთვისაა შექმნილი, იგი ასევე სასარგებლო იქნება მშობელთა იმ ნაწილისთვის, რომელთაც სურთ, უკეთესი მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბავშვს აკადემიური თვალსაზრისით. კურსი უმთავრესად ფოკუსირებულია კითხვის, წერის და არითმეტიკული უნარების განვითარებისთვის ხელშეწყობი სტრატეგიების სწავლებაზე. ასევე, კურსი მოიცას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნის ძირითადი პრინციპების სწავლებას.

დღეების/საათების რაოდენობა/strong> ½ დღე; 2½ საათი

აღწერილობა: ტრენინგი განკუთვნილია რეაბილიტაციისსფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ტრენინგი ძირითადად შედგება პრაქტიკული ნაწილისაგან,რომლის დროსაც მონაწილეები ეცნობიან ტრანსფერების სხვადასხვა ტიპებსა და განხორციელების სტრატეგიებს, ასევე იღებენ ინფორმაციას თუ როგორ შეამცირონ ფიზიკური დატვირთვა პროცესში.

დღეების/საათების რაოდენობა: 1 დღე; 8 საათი

აღწერილობა: განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც არ აქვს მოცემულ სფეროსთან პროფესიული კავშირი, თუმცა, გააჩნია გარკვეული ცოდნის მიღების სურვილი აღნიშნული მიმართულებით. ტრენინგზე განიხილება შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები, სპეციფიური სამედიცინო საჭიროებები, ემოციური სირთულეები, სენსორული დარღვევები და ადაპტაციური საშუალებები.

დღეების/საატები რაოდენობა: 1 დღე; 4½ საათი

აღწერილობა: აღწერილობა:ტრენინგი განკუთვნილია ეტლით მოსარგებლეთა ოჯახის წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. მონაწილეები იღებენ ინფორმაციას ეტლში სწორად ჯდომის ზოგად პრინციპებზე და სწავლობენ თუ როგორ უნდა მოხდეს მარტივი ადაპტაციებისგამოყენება ეტლში სწორად ჯდომის ხელშესაწყობად.

Spread the love

Tell us what you think