შფოთვის გავრცელებული ფორმები ბავშვებში

Anxiety-girl crying-940×788-72res

მართალია შფოთვა უსიამოვნოდ განიცდება, თუმცა იგი ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი და ნორმალური ემოციური მდგომარეობაა, რომელიც ხშირად გვეხმარება საფრთხისთვის თავის არიდებაში. თუმცა, ზოგჯერ შფოთვის სიხშირე და სიძლიერე, სცდება ოპტიმალურ დონეს და ხელს უშლის ადამიანს, მათ შორის ბავშვებს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. 

 

ქვემოთ ჩამოთვლილია შფოთვის ყველაზე გავრცელებული ტიპები:
 

  • განშორებასთან დაკავშირებული შფოთვა: მიჩნეულია განვითარების ნორმალურ ნაწილად ახალფეხადგმულ ბავშვებში, თუმცა რიგ შემთხვევებში ვლინდება უფრო გვიანდელ ასაკშიც, ამ პრობლემის მქონე ბავშვებს უჭირთ მშობელთან ან მიჯაჭვულობის სხვა ობიექტთან რამდენიმე წუთით განშორებაც კი, რაც რაც თავის მხრივ  მნიშვნელოვან სირთულეების წყარო ხდება.
  •  სოციალური შფოთვა: ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება მისი სოციალური თვითცნობიერებაც, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც საკუთარი თავის სხვებთან შედარება და გარშემომყოფთა შეფასებებისადმი ინტერესის გაძლიერება წარმოადგენს. 
  • სპეციფიკური ფობია: წარმოადგენს გაზვიადებულ, ირაციონალურ შიშს ამა თუ იმ ობიექტის მიმართ. შესაძლოა ჩამოყალიბდეს სკოლამდელ ასაკშიც კი. საშიშ ობიექტთან რაიმე კონტაქტისას, ბავშვს აღენიშნება უსიამოვნო სიმპტომები, მათ შორის გულისცემისა და სუნთქვის გახშირება და იგი მაქსიმალურად ცდილობს მისგან თავის არიდებას. 
  • გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა: ზოგ შემთხვევაში ბავშვის შფოთვა არა რომელიმე ერთ, არამედ რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებულ სიტუაციებს უკავშირდება. ბავშვი შესაძლოა ხანგრძლივად და გამუდმებით ღელავდეს საკუთარი ან ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თანატოლების მხრიდან კრიტიკულ შეფასებაზე, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე, ხანძრის ან მიწისძვრის რისკებზე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ვსაუბრობთ გენერალიზირებულ შფოთვაზე. ღელვას შესაძლოა თან ახლდეს სომატური ჩივილებიც, მაგალითად თავისა და მუცლის ტკივილი ან/და კუნთების დაჭიმულობა. 

 

გაითვალისწინეთ, რომ არსებობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ეფექტური სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვს შფოთვით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში. 

Spread the love

Tell us what you think