წამზომის გამოყენება - ზოგადი რჩევები
წამზომის გამოყენება ერთ ერთი ეფექტური მეთოდია ბავშვთან როგორც სხვადასხვა მიზანზე მუშაობის პროცესში, ისე სახლის გარემოში ყოველდღიურად. ხშირ შემთხვევაში მისი სწორად გამოყენება ამცირებს სტრესს სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისას და ეხმარება ბავშვს დროის მართვაში, ერთი აქტივობიდან მეორეზე ტრანზიციაში, და თვითკონტროლის განვითარებაში.
გიზიარებთ რამდენიმე ზოგად რჩევას, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია წამზომის გამოყენების პროცესში.
-
- შეარჩიეთ შესაფერისი წამზომი - სასურველია გამოიყენოთ ისეთი ტაიმერი, რომელზეც დროის გასვლა ვიზუალურად აისახება. ეს ეხმარება ბავშვს ვიზუალურად დააფიქსიროს დროის გასვლა და უკეთ აკონტროლოს დარჩენილი დრო.
-
- დაგეგმეთ ბავშვისთვის საინტერესო აქტივობები - მეტი მოტივაციისთვის, პირველ ეტაპზე სცადეთ წამზომის გამოყენება ისეთი აქტივობების დროს, რომელიც ბავშვს განსაკუთრების მოსწონს.
-
- წამზომი ყოველთვის მოათავსეთ თვალსაჩინო ადგილას - მნიშვნელოვანია წამზომის ისეთ ადგილას მოთავსება, სადაც ბავშვი მარტივად დაინახავს მას, უმჯობესია ბავშვთან ერთად შეარჩიოთ ადგილი, სადაც წამზომს მოათავსებთ.
-
- წინასწარ განუმარტეთ წამზომის გამოყენების წესები - აუცილებელია წინასწარ აუხსნათ ბავშვს რისთვის და როგორ იყენებთ წამზომს, განუმარტეთ მარტივი, მისთვის გასაგები ენით და კონკრეტული მაგალითებით. მაგალითად: უთხარით „როდესაც წამზომი დარეკავს, დროა შეწყვიტო კუბიკებით თამაში და გადახვიდე შემდეგ თამაშზე, პირამიდის აწყობაზე.
-
- დაიწყეთ მცირე დროით - პირველ ეტაპზე, გამოიყენეთ მოკლე ინტერვალები, (1-3 წუთი) და მარტივი დავალებები, მაგალითად სათამაშოების ალაგება, ხატვის დასრულება და სხვა.
-
- წინასწარ აცნობეთ რომ დრო იწურება - პროცესში შეახსენეთ ბავშვს რომ დრო იწურება და ასევე დაუფიქსირეთ რამდენი დრო დარჩა.
-
- იყავით პოზიტიური და თანმიმდევრული - იმისათვის რომ ბავშვი მიეჩვიოს წამზომის გამოყენებას, მნიშვნელოვანია წესების ჩამოყალიბება, წამზომის ყოველდღიურად გამოყენება და ბავშვის შექება წესების დაცვისთვის, მაგალითად: როცა წამზომი დარეკავს, შეაქეთ ბავშვი დავალების დასრულებისთვის ან სხვა აქტივობაზე გადასვლისთვის.
Spread the love
Tell us what you think