შეგრძნებების გადამუშავებას ცხოველებთან ურთიერთობა უწყობს ხელს

2149048107

შეგრძნებების გადამუშავების სირთულეები ყოველდღიური აქტივობების შესრულების პროცესში, ხშირად ხელის შემშლელი და დამაბნეველია.
ცხოველებთან ურთიერთობა კი შეგრძნებების დამუშავების და ამასთან კომუნიკაციის უნარების განვითარებისთვის შესანიშნავი და ბუნებრივი გზა შეიძლება იყოს.

ცხოველებთან კონტაქტით ვიღებთ მდიდარ შეგრძნებით გამოცდილებას. მაგალითად:

  • ცხოველებთან შეხების და მოფერების დროს ვიღებთ შეხებით სტიმულს, რასაც ხშირად დამამშვიდებელი და საკუთარი ქცევის ორგანიზების ეფექტი აქვს.
  • ისეთი აქტივობები, როგორიცაა ძაღლის გასეირნება ან კვებაში დახმარება, მოიცავს მოძრაობას და საკუთარი სხეულის აღქმას. რაც ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და ასევე ყურადღების კონცენტრაციას.
  • ცხოველების თუ ფრინველების ხმების მოსმენა, როგორიცაა კრუტუნი ან ჭიკჭიკი, შეიძლება იყოს დამამშვიდებელი სმენითი სტიმული და ასევე ახალისებდეს კომუნიკაციის სურვილს და ცნობისმოყვარეობას.
  • ცხოველების მოძრაობების დაკვირვება კი ხელს უწყობს ფოკუსირებას და ვიზუალურ დამუშავებას.

გამომდინარე იქედან, რომ ჩამოთვლილი საკითხები გვეხმარება შეგრძნებითი სტიმულების უკეთ გაგებაში და მათზე შესაბამისად რეაგირებაში - რეკომენდებულია ბავშვის შეგრძნებების გადამუშავების პროცესში მხარდაჭერა ცხოველებთან ურთიერთობის გზით:

  1. დაიწყეთ ნელა და ეტაპობრივად - გააცანით ბავშვს ცხოველი მშვიდ გარემოში, დააკვირდით ბავშვის და ცხოველის რეაქციებს და იმოქმედეთ შესაბამისად.
  2. გაითვალისწინეთ რუტინა - ცხოველებთან ურთიერთობის თანმიმდევრული დრო ხელს უწყობს პროგნოზირებადობისა და კომფორტის ჩამოყალიბებას.
  3. წაახალისეთ კომუნიკაცია - დაეხმარეთ ბავშვს ესაუბროს ცხოველს და ასევე მისცეს მარტივი ინსტრუქციები.
  4. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა - ყოველთვის აკონტროლეთ ურთიერთობის პროცესი, რათა დარწმუნდეთ, რომ როგორც ბავშვი, ასევე ცხოველი თავს უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობენ.
Spread the love

Tell us what you think