ფუნქციური ტრანსფერი - საწოლზე წამოჯდომა

წოლის დროს მოხრილი მუხლები

იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს ან მოზრდილ პირს უჭირს ერთი ზედაპირიდან მეორეზე, მაგალითად საწოლიდან სკამზე დამოუკიდებლად გადასვლა, მისი დახმარებისთვის რეკომენდებულია ე.წ. ტრანსფერის მეთოდების ცოდნა. მათი გამოყენება უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის გადაყვანის პროცესს. 

როგორ მოვიქცეთ, როდესაც პიროვნებას არ შეუძლია საწოლზე წამოჯდომა?
ტრანსფერის დაწყებამდე დადექით პიროვნებასთან მაქსიმალურად ახლოს  და უსაფრთხოებისთვის ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის პოზიციას: ფეხები უნდა იყოს მხრების გასწვრივ, ოდნავ მოხრილი მუხლის სახსარში, ხოლო ზურგი შეძლებისდაგვარად სწორ პოზიციაში. 
წამოჯდომამდე აუცილებლად გააცანით ადამიანს, რომლის გადაყვანასაც აპირებთ, თქვენი თითოეული ნაბიჯი-აუხსენით, თუ რის გაკეთებას აპირებთ და გამოიყენეთ მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად.

1. თავდაპირველად ყოველთვის გადმოაბრუნეთ გვერდზე, მის ძლიერ მხარეს, რათა მაქსიმალურად შეძლოს დახმარება. მოცემულ  შემთხვევაში, მარჯვენა მხარეს. მოახრევინეთ ფეხები მუხლის სახსარში, ერთი ხელი მოკიდეთ მხართან, მეორე მენჯთან და სამ თვლაზე  - 1,2,3 გადმოაბრუნეთ თქვენსკენ. 

ხელების პოზიცია წამოყენების პროცესი

2. ჩამოაცურეთ მისი ფეხები საწოლის ერთ მხარეს, ერთი ხელი მოათავსეთ მის მენჯზე და მეორე ამ შემთხვევაში მარჯვენა მხარს ქვემოთ.

3. დაითვალეთ სამამდე - 1, 2, 3 და  წამოაჯინეთ საწოლზე. 
4. წამოჯდომის შემდეგ აუცილებლად დაეხმარეთ საწოლზე გასწორებაში. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხები შეძლებისდაგვარად მყარად ჰქონდეს დაყრდნობილი იატაკზე. წონასწორობის შესანარჩუნებლად სთხოვეთ დაეყრდნოს ხელებს და ასევე საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ბალიშები.

Spread the love

Tell us what you think