რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი?
თანამედროვე ხედვით, ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს. ეს ფაქტორებია
- თავად ადამიანის, პიროვნების ფაქტორი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური კომპონენტებისგან შედგება
- იმ გარემოს თავისებურებები, სადაც ცხოვრობს ადამიანი.
იმის გამო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამომწვევ მიზეზად ადამიანის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები ითვლება, ამ ხედვას ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომას უწოდებენ.
ბიოლოგიური ფაქტორებია: ადამიანის სხეულის და ორგანიზმის ფუნქციები. მაგ. მოტორული ფუნქცია, სმენის ფუნქცია, მხედველობის ფუნქცია.
ფსიქოლოგიური ფაქტორებია: ადამიანის აზროვნების და ინფორმაციის გადამუშავების თავისებურებები, თვითშეფასება, მოტივაცია და სხვ.
სოციალური ფაქტორებია: გარემოში არსებული ბარიერები და რესურსები, როგორიცაა სხვა ადამიანების დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური; კანონმდებლობა, რომლებიც შეიძლება იყოს მხარდამჭერი ან დისკრიმინაციული; ფიზიკური გარემო, რომელიც შეიძლება ქმნიდეს ბარიერებს (მაგ. არაადაპტირებული სკოლა, ტრანსპორტი), ან ხელს უწყობდეს ადამიანს (მაგ. პანდუსი, ლიფტი, უსინათლოთათვის ბილიკი).
შეზღუდული შესაძლებლობის ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის ორი უკიდურეს მოდელს - სამედიცინო და სოციალური მოდელს.
შეგახსენებთ:
სამედიცინო მოდელის თანახმად: ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობას იწვევს დაზიანება და დარღვევა, რომელსაც ადამიანი განიცდის; ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა შემცირდება, თუკი სამედიცინოო ჩარევის და მკურნალობის შედეგად შეიცვლება ადამიანი; ადამიანის მდგომარეობის პროგრესი თავად მისი ორგანიზმის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
სოციალური მოდელის თანახმად: ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობას იწვევს იმ გარემოში არსებული ბარიერები სადაც ის ცხოვრობს; იმისათვის, რომ შემცირდეს ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობა, უნდა შეიცვალოს გარემო; ადამიანის მდგომარეობის პროგრესი ფიზიკური და სოციალური გარემოს ცვლილებაზეა დამოკიდებული.
ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომა დაფუძნებულია ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, სამედიცინო და სოციალური მოდელების ინტეგრაციაზე.
Tell us what you think