ბავშვის ტემპერამენტი

Cheerful sweet little boy standing and posing in summer park, leaning chin on hands, smiling and looking away. Closeup shot. Childhood concept

ტემპერამენტი ბავშვის თანდაყოლილი მახასიათებელია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის რეაქციებს გარე სამყაროზე. ტემპერამენტის თავისებურებები ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში ხდება შესამჩნევი, თუმცა იგი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის ბავშვის ზრდასთან და ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენასთან ერთად.  სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტემპერამენტი თავის მხრივ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ესენია:  

  • აქტივობის დონე:  რამდენად აქტიურია ბავშვი თავისივე ასაკის სხვა ბავშვებთან შედარებით? თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ბავშვების ნაწილი ძალიან აქტიური, ნაწილი ზომიერად აქტიური, ნაწილი კი შედარებით პასიურია.  
  • რეგულარულობა: ზოგიერთი ბავშვი ბუნებრივად მიდრეკილია რუტინის დაცვისკენ, ისინი ერთსა და იმავე დროს იძინებენ, იღვიძებენ და მიირთმევენ საკვებს. ბავშვების ნაწილს კი ასეთი რეგულარულობა ნაკლებად ახასიათებთ.
  • ინიციატივა: ბავშვების ნაწილს იზიდავს სიახლეები- იქნება ეს მათთვის ახალი საკვები, ახალი სიტუაციები, უცნობი ადგილები თუ ადამიანები და ავლენენ შესაბამის ინიციატივას ამ მიმართულებით, ბავშვების ნაწილს კი მათთვის უცნობ სიტუაციებში, დამკვირვებლის როლში ყოფნა ურჩევნია.
  • შემგუებლობა: ბავშვები განსხვავდებიან იმის მიხედვითაც, თუ რამდენად ადვილად ეგუებიან მათ ცხოვრებაში,ყოველდღიურ რუტინაში მომხდარ ცვლილებებს.
  • რეაქციების სიძლიერე: ის, თუ რა ინტენსოვობით რეაგირებს ბავშვი მისთვის სასიამოვნო ან პირიქით,  უსიამოვნო სიტუაციებზე, დიდწილად მის ტემპერამენტზეა დამოკიდებული. 
  • რეაქცია სხვადასხვა შეგრძნებაზე: ბავშვების ნაწილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გემოს, ტექსტურის, სუნის ან სხვა შეგრძნებების მიმართ, ნაწილს კი გაცილებით მაღალი ზღურბლი აქვს.
  • ყურადღების გადახრადობა: რამდენად ადვილად ეფანტება ბავშვს ყურადღება ამა თუ იმ ამოცანის შესრულებისას? ზოგიერთი ბავშვი უკეთ უწევს წინააღმდეგობას გარემოში მიმდინარე სხვადასხვა გამღიზიანებლის ზემოქმედებას, ზოგისთვის კი მცირე ხმაურიც კი ხელშემშლელია. 
  • ყურადღების კონცენტრაცია: რამდენ ხანს შეუძლია ბავშვს ამოცანის შესრულებაზე კონცენტრირება? უადვილდება თუ არა ერთი აქტივობიდან, მეორეზე გადართვა?  
  • გუნება-განწყობილება: ბავშვების ნაწილი დღის განმავლობაში, როგორც კი დადებით გუნება-განწყობილებაზე, ნაწილი კი უფრო მეტადაა მიდრეკილი ჭირვეულობისა და ხასიათის ცვალებადობისკენ.
Spread the love

Tell us what you think