სენსორული ელემენტები მოსწავლის აკადემიურ აქტივობებში ჩართულობის ხელშესაწყობად

Happy classmates raising hands at lesson

სენსორული გადამუშავების სირთულეებმა შესაძლოა გარკვეული გამოწვევები შექმნას სახლსა და სკოლაში.
სირთულეები შეიძლება იყოს მრავალგვარი, რომლებიც  მაგალითად სკოლაში სხვადასხვანაირად იჩენენ თავს, მაგალითად: ბავშვს ადვილად ეფანტება ყურადღება კლასში, ხშირად დგება მისთვის განკუთვნილი ადგილიდან; უჭირს ახალი აქტივობების/დავალებების შესრულება; უძნელდება ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლა; აქვს მომატებული ან დაბალი მგრძნობელობა გარკვეული სტიმულების მიმართ, როგორიცაა ხმაური, განათება და ა.შ.

ბავშვის სენსორული გამოწვევების მართვა და არსებული მდგომარეობის სწორად წარმართვა სკოლასა და სახლში - მოითხოვს ქვემოთ მოცემული ფაქტორების გათვალისწინებას:

    1. კარგი განათება - სასურველია ბუნებრივი და შიდა განათების გაერთიანება. შიდა განათების შემთხვევაში მნიშვნელოვანია თბილი განათების გამოყენება, რადგანაც ზედმეტად განათებული გარემო (მაგალითად თეთრი განათება) ხშირად ვიზუალურ გამოფიტვას იწვევს. საკლასო ოთახში, ზოგიერთ შემთხვევაში მზის პირდაპირი სხივების კონტროლისთვის, ასევე რეკომენდებულია ჟალუზის გამოყენება.

 

    1. გათბობა და ვენტილაცია - ოთახში არსებული ტემპერატურა გავლენას ახდენს ბავშვის აღგზნებაზე და ყურადღებაზე. ცივი ოთახი ხელს უწყობს მეტი მოძრაობის/აქტიურობის წახალისებას და აღგზნების დონის მომატებას. ეს კი ხელს უშლის ყურადღების ფოკუსირებას საკლასო აქტივობებზე. ხოლო ზედმეტად თბილი ოთახის შემთხვევაში წახალისებულია ძილი და პასიური მდგომარეობა.

 

    1. გარემოში არსებული სტიმულები - არეულობის, ყურადღების გამფანტავი ნივთების, ხმაურის, განათების თუ სხვა მოცემულობების შემცირება/თავიდან არიდება. მაგალითად კედელზე გაკრული მრავალფეროვანი და ფერადი აპლიკაციები.

 

გარდა ფიზიკური გარემოსა, მნიშვნელოვანია ზოგიერთი ძირითადი სენსორული სტრატეგიის განხილვა მოსწავლის აკადემიურ აქტივობებში ჩართულობის ხელშესაწყობად. ესენია:  

    1. სენსორული სტრატეგიების ინტეგრირება სასწავლო რუტინასთან.
    1. სენსორული აქტივობების ინტენსივობის და ხანგრძლივობის განსაზღვრა - ბავშვის ჩართვა სენსორულ აქტივობებში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ საჭიროებაზე. აქტივობების პროცესში დააკვირდით ბავშვის რეაქციებს, ხომ არ ავლენს უარყოფით ნიშნებს - მაგალითად ტირილი, გაღიზიანება, აქტივობის თუ სტიმულების თავიდან არიდება და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ სენსორულ აქტივობებს უნდა მოჰქონდეს დადებითი გამოცდილება და არ უნდა იყოს დაკავშირებული უარყოფით ემოციებთან.

 

    1. ყოველდღიური განრიგის შემუშავება - სკოლის სივრცეში დღის განმავლობაში უამრავი აქტივობა იგეგმება და სრულდება. ხშირად ბავშვს უჭირს მასზე მიყოლა და სჭირდება ვიზუალური, ან სხვა სენსორული მიმანიშნებელი. ამისთვის გამოიყენება კვირის, დღის თუ აქტივობის დასურათებული განრიგი.

 

    1. სენსორული სტრატეგიების შერჩევა  და მისაწვდომობა მთელი კლასისთვის - ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და განსხვავდება მათი სენსორული საჭიროებები. შესაბამისად, სენსორული სტრატეგიები უნდა შეირჩეს ბავშვის საჭიროებიდან, დაკვირვებიდან და შეფასებიდან გამომდინარე.

 

Spread the love

Tell us what you think