საკლასო სტრატეგიები ზრდაზე ორიენტირებული აზროვნების წასახალისებლად
ფიქსირებული აზროვნების მქონე მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ მათი წარუმატებლობა გონებრივი შესაძლებლობების ან სხვა უნარების ნაკლებობითაა გამოწვეული, მაშინ როდესაც ზრდაზე ორიენტირებული აზროვნების მქონე მოსწავლეები, მუდმივად ცდილობენ წარმატებას მეტი ძალისხმევის გამოვლენით, სირთულეების გადალახვითა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით მიაღწიონ.
როგორ წავახალისოთ ზრდაზე ორიენტული აზროვნება საკლასო გარემოში?
- ხაზი გაუსვით იმას, რომ სირთულეები სწავლის პროცესის ბუნებრივი ნაწილია.
- აღნიშნეთ ხოლმე, რომ სირთულეების გადალახვით ადამიანის თავის ტვინი კიდევ უფრო მეტად ვითარდება.
- შეაქეთ ბავშვები გამოვლენილი ძალისხმევისთვის და არა მათი თანდაყოლილი გონებრივი შესაძლებლობებისთვის.
- წაახალისეთ სხვადასხვა სტრატეგიისა და მეთოდის გამოყენება ამოცანის შესასრულებლად, ამით მოსწავლეებს აგრძნობინებთ, რომ არ უნდა შეუშინდნენ ექსპერიმენტებს.
- გამოიყენეთ ჯგუფური დავალებები იმის ხაზგასასმელად, რომ დახმარების თხოვნა და მიღება, სირთულესთან გამკლავების პროცესში, სავსებით მისაღებია.
- დაარწმუნეთ მოსწავლეები, რომ შეცდომები გვეხმარება ახალი ცოდნისა და უნარების გამომუშავებაში.
Spread the love
Tell us what you think