საახალწლო დღეებით გამოწვეული გადაჭარბებული სტიმულაციის გავლენა ბავშვებზე

ბრჭყვიალა დეკორაციები, მუსიკა, ხალხმრავლობა  საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია და როგორც წესი, დადებით ემოციებთან ასოცირდება. თუმცა ასეთი ჭარბი შეგრძნებები შეიძლება დამღლელი იყოს ბავშვების გარკვეული ნაწილისთვის, რასაც გადაჭარბებულ სტიმულაციას უწოდებენ. ბავშვები განსხვავდებიან სხვადასხვა შეგრძნებაზე რეაგირებს თვალსაზრისით, ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული გამოვლინებები.

გადაჭარბებული სტიმულაციის ნიშნები ბავშვებში:

  • მოუსვენრობა, ქაოტური მოძრაობები: ავეჯზე ხტუნვა, სახლში სირბილი, ტრიალი,  და სხვა.  
  • გადაჭარბებული რეაქცია ბგერით გამღიზიანებლებზე: ყურებზე ხელის აფარება, ყვილი ან ხმაურის გადაფარვის მცდელობა. 
  • აგრესიული ქცევა: დარტყმა, ხელის კვრა, კბენა და სხვა.
  • ემოციური აფეთქება:  მოულოდნელი და გაფრთხილების გარეშე დაწყებული ტანტრუმი, როდესაც ბავშვი წვება იატაკზე, იქნევს ხელებსა და ფეხებს ან უყვირის გარშემომყოფებს
  • აქტივობებისთვის თავის არიდება: უარი სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართულობაზე, მშობლის ზურგს უკან ამოფარება, სახლის რომელიმე კუთხეში განმარტოვება ვინმეს სტუმრობისას;   

მოუსმინეთ ჩვენს პირდაპირ ჩართვას და გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უნდა დაიცვათ ბავშვი გადაჭარბებული სტიმულაციისგან საახალწლო დღეებში: ვიდეოს ლინკი

Spread the love

Tell us what you think