როდის გადავიყვანოთ ბავშვი ბოთლიდან ჭიქის გამოყენებაზე?

Young attractive mother with her one years old little son dressed in pajamas  giving him his first fruit smoothies food in the bedroom at the weekend together, lazy morning.

მშობლებს ხშირად აინტერესებთ,  თუ როდისაა მიზანშეწონილი მცირეწლოვანი ბავშვის გადაყვანა ბოთლიდან ჭიქის გამოყენებაზე. 

 

6 -9 თვე:  მიჩნეულია, რომ რაც უფრო ადრე მოხდება ბავშვის წახალისება შეეხოს და გამოიკვლიოს ჭიქა, მით უფრო გამარტივდება ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე შესაძლებელია ბავშვმა  სითხე დაღვაროს იატაკზე, ჩამოიღვაროს ტანზე და ა. შ.  უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროცესი სწავლების ნაწილია და  ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. ბავშვების უმეტესობა  ჭიქებისადმი ინტერესს 6-9 თვის ასაკში ავლენს. 
რეკომენდაციები:  

  • მიეცით საშუალება ითამაშოს ჭიქით, შეეხოს, შეისწავლოს მისი ფორმა და ფუნქცია.  
  • გაიარეთ კონულტაცია პედიატრითან  და მასთან შეთანხმების შემდეგ დაიწყოთ ჭიქის გამოყენება წყლის ან სხვა სითხის დასალევად, მაგრამ ამ ეტაპზე, ნუ გამოიყენებთ მას დედის რძის ან ფორმულის მისაცემად.
  • გამოიყენეთ შედარებით პატარა ზომის ჭიქა, რომელშიც მცირე რაოდენობის სითხე იქნება მოათავსებული.  
  • ჭიქა სასურველია იყოს სტანდარტული, ღია  ან  პლასტმასის ტუჩიანი, საიდანაც წყლის ნაკადი შედარებით ნელა გადმოედინება.   
  • ამ ეტაპზე ბავშვმა უნდა დაისწავლოს როგორ შეინარჩუნოს ტუჩები ჭიქის კიდესთან და ამავდროულად შეძლოს სითხის გადაყლაპვა. მცირე რაოდენობის სითხის კონტროლი უფრო მეტად გაამარტივებს პროცესს, ამასთან მეტად გაგვიადვილდება კონტროლი, რომ ბავშვის პირის ღრუში არ მოხვდეს იმაზე მეტი სითხე, რისი გადაყლაპვაც შეუძლია. იმისთვის რომ ბავშვმა უკეთ შეძლოს პირის ღრუში სითხის კონტროლი,  შესაძლებელია შეასქელოთ  სითხე, მაგალითად, შესთავაზოთ ხილის სმუზი. გახსოვდეთ, პირველ ეტაპზე პირის ღრუში სითხის კონტროლის სირთულე და მისი გადმოღვრა ნორმალური პროცესია. ორალურ-მოტორული უნარების და ყბის სტაბილურობის განვითარებას, რაც აუცილებელია ჭიქიდან სითხის დასალევად გარკვეული დრო და გამოცდილება სჭირდება. თუ ბავშვი სითხის მიღებისას მუდმივად ახველებს, მნიშვნელოვანია მიმართოთ პედიატრს, რათა გამორიცხოთ ყლაპვის სურთულეები. 

11- 12 თვე:  ამ ასაკის ბავშვი უკვე იწყებს ბოთლიდან ჭიქის გამოყენებაზე გადასვლას, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჭიქაზე სრულად გადასვლას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. ამ ასაკიდან შეგიძლიათ ჭიქიდანაც მიაწოდოთ ბავშვებს რძე /ფორმულა, რაც უფრო გაამარტივებს ბოთლიდან ჭიქის გამოყენებაზე გადასვლის პროცესს.

18- 24 თვე:  ეს ასაკი ყველაზე ოპტიმალურია ბოთლიდან ჭიქის მოხმარებაზე გადასასვლელად. შეგიძლიათ  უბრალოდ შეწყვიტოთ ბოთლით სითხის მიწოდება, ან ეტაპობრივად შეამციროთ ბავშვისთვის ბოთლის შეთავაზება. მაგალითად:

  • ერთი კვირის განმავლობაში, შეგიძლიათ  შუადღეს შესთავაზოთ ბავშვს ჭიქის გამოყენება, ხოლო დილას და საღამოს ისევ მისცეთ ბოთლიდან დალევის შესაძლებლობა. 
  • მომდევნო კვირის განმავლობაში შესთავაზეთ ბავშვს დილას და შუადღეს გამოიყენოს ჭიქა, მაგრამ საღამოს კვლავ მიეცით შესაძლებლობა დალიოს ბოთლიდან.
  • როგორც წესი, საღამოს ბოთლის გამოყენების შეზღუდვა ყველაზე რთული პროცესია მშობლებისთვის, რადგან ხშირად ბოთლი ბავშვებს დამშვიდებაში ეხმარება. ამის სანაცვლოდ შეგიძლიათ დაძინებამდე გამოიმუშაოთ ძილისთვის მოსამზადებელი რუტინა, რომელიც მოიცავს  თბილი აბაზანის მიღებას, წიგნის წაკითხვას ან ჩახუტებას.  ეს ბავშვს მოდუნებაში დაეხმარება  და ნაკლებად იქნება დამოკიდებული ბოთლზე.
Spread the love

Tell us what you think