Როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა რაიმე მოიპარა?

hand-punishing-displeased-girl

არც ერთ მშობელს სურს,  რომ მისმა შვილმა რაიმე მოიპაროს, იქნება ეს ბაღიდან წამოღებული სათამაშო, მაღაზიაში აღებული შოკოლადი თუ მშობლის საფულიდან ამოღებული ფული. თუმცა, ასეთი რამ არც თუ იშვიათად ხდება და ასაკის გათვალისწინებით, შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

  • იმპულსის კონტროლის ნაკლებობა
  • Სასურველი ნივთი და მისი მოპოვების ან ყიდვის შეუძლებლობა
  • უფროსების ყურადღების მიღება
  • თანატოლებზე შთაბეჭდილების მოხდენა
  • Შურისძიება
  • გართობა და ფათერაკების ძიება
  • ისეთი ნივთის ყიდვის სურვილი, რომლისთვისაც ფულის გამორთმევა რცხვენია
  • Მომატებული სტრესი და სხვა.

გახსოვდეთ, რომ ერთჯერადად გამოვლენილი ქცევა სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილი მომავალი კრიმინალია, თუმცა ასეთი  შემთხვევის აღმოჩენისას, აუცილებელია მყისიერი რეაგირება, რათა მსგავსი ქცევა არ განმეორდეს. 

  • ეცადეთ, ემოციურად დისტანცირდეთ ამ შემთხვევისაგან - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაიწყებთ საკუთარი თავის დადანაშაულებას.
  • Მშვიდი, მაგრამ მტკიცე ტონით აუხსენით, რომ ეს ქცევა მიუღებელია და რაღაც დრო იქნება საჭირო, რომ თქვენი ნდობა კვლავ მოიპოვოს. Ნუ დაამცირებთ, შეარცხვენთ, შეაშინებთ ან დასცინებთ ბავშვს.
  • ესაუბრეთ მომხდარზე და გაიგეთ ქცევის მოტივი. Ჰკითხეთ რატომ გააკეთა ეს და ადრეც მომხდარა თუ არა მსგავსი? თუ დარწმუნებული ხართ მომხდარში, ნუღარ ეცდებით ბავშვის გამოტეხვას კითხვებით. უთხარით “ვიცი, რომ შენ გააკეთე. Რას გრძნობდი ამ დროს? არ გიფიქრია რას იგრძნობდა ის ადამიანი, ვისაც მოჰპარე? Რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის გამოსასწორებლად? გაუზიარეთ ემოციები, თუ ბავშვობაში თავადაც გქონიათ მსგავსი გამოცდილება.
  • Შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებთან, განიხილეთ შესაძლო სამართლებრივი შედეგები, რათა მათ სრულად გააცნობიერონ, რომ ქურდობის შემთხვევაში შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნათ. 
  • თუ ბავშვი თავად გამოგიტყდათ, დააფასეთ გულწრფელობა და გადაუხადეთ ამისთვის მადლობა.
  • დაეხმარეთ ბავშვს დააბრუნოს მოპარული და მოიხადოს ბოდიში. Შეგიძლიათ დაეხმაროთ ბოდიშის წერილის დაწერაში და გაჰყვეთ მის გადასაცემად. თუ დაბრუნება შეუძლებელია, ფინანსურად აანაზღაურეთ ზარალი და გამოაკელით ეს რაოდენობა ან მისი ნაწილი ბავშვის ჯიბის ფულს ან მისთვის რაიმეს საყიდლად შეგროვებულ თანხას.
  • აჩვენეთ ბავშვს, რომ მსგავს ქცევას შედეგები მოჰყვება. Მაგალითად, დროებით ჩამოართვით რაიმე პრივილეგია ან მიეცით დამატებითი სამუშაო. ეცადეთ, რომ შედეგები იყოს ბავშვის ქცევის და არა რეალური ზარალის საპირწონე.

გააგრძელეთ დაკვირვება და თუკი აღმოაჩენთ, რომ ასეთ ქცევებს განმეორებადი ხასიათი აქვს ან სხვა რთულ ქცევებთან ერთად ვლინდება, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისათვის სპეციალისტს.

Spread the love

Tell us what you think