როგორ ვესაუბროთ ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ?

multi-ethnic-disabled-people-community-with-pencils

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული სხვადასხვა ღონისძიება იმართება. შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ბავშვებთან საუბარი ადრეული ასაკიდან შეგიძლიათ დაიწყოთ, რაშიც ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ:

  • ადრეული ასაკიდანვე ესაუბრეთ ბავშვს იმის შესახებ, თუ რამდენად მრავალმხრივია და მრავალფეროვანია ადამიანის შესაძლებლობები - ნაწილი კომუნიკაციისთვის ჟესტებს იყენებს, ზოგიერთი ეტლით ან ხელჯოხით გადაადგილდება, ზოგი წიგნებს შეხების შეგრძნებით გამოყენებით კითხულობს - და რომ ეს მრავალფეროვნება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 
  • ნუ გააკრიტიკებთ ბავშვს გამოვლენილი ცნობისმოყვარეობისთვის- მიეცით შეკითხვების დასმის საშუალება. ამით იმას გაუსვამთ ხაზს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არა ტაბუირებული თემაა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მათ შესახებ რაც მეტს გაიგებს, მით უფრო უკეთესი იქნება.   
  • ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, მიაწოდეთ ინფორმაცია სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ, მაგალითად უთხარით, ვნახე როგორ აკვირდებოდა იმ გოგონას, შენგან განსხვავებულად რომ ავიდა კიბეზე. მას ცერებრალური დამბლა აქვს, ამიტომ მისი კუნთები ცოტა სხვანაირად მუშაობს.“ 
  • აუხსენით ბავშვს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან არმქონე ადამიანებს შორის, იმაზე მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანატოლსაც შესაძლოა ზუსტად იგივე გატაცება, ინტერესი, ნიჭი, პიროვნული თვისებები ან ჩვევები ჰქონდეს, როგორც მას.
Spread the love

Tell us what you think