როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის გამოყენება?

Photo of two excited little redhead children with freckles standing isolated over yellow background wearing warm hats. Looking camera holding money.

დამოუკიდებლობის წახალისება და ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება იწყება ადრეული ასაკიდან და მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: საკუთარი თავის მოვლა და პირადი ჰიგიენა, ჩაცმა და გახდა, ფულის ცნობა და გამოყენება, ტრანსპორტით გადაადგილება და სხვა.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ ფულის გამოყენებაზე და გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას მისი სწავლების ხელშესაწყობად. 
თავდაპირველად დაიწყეთ მუშაობა ფული მონეტების და ბანკნოტების ცნობით და მხოლოდ 5 ლარის ფარგლებში. ამაში ქვემოთ მოცემული სახალისო აქტივობები დაგეხმარებათ: 

  1. მონეტების ლოტო - აქტივობისთვის დაგჭირდებათ ამობეჭდილი ფორმა, რომელზეც მოცემულია მონეტები - 5, 10, 20, 50 თეთრი, 1, 2 და 5 ლარი. ასევე, იგივე რაოდენობის ფული, რომელსაც მოათავსებთ ლოტოს ჩანთაში. 

სთხოვეთ ბავშვს თითოეულ ჯერზე ამოიღოს მონეტა ჩანთიდან და მოათავსოს შესაბამის ნახატზე. პროცესი შესაძლოა იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური.

Screen Shot 2024-03-27 at 20.19.53

2. მონეტების დაჯგუფება - დაგჭირდებათ რამდენიმე ქილა ან კონტეინერი, რომელზეც დატანილი იქნება კონკრეტული ფულის ერთეულის გამოსახულება . მაგ: 5, 10, 20 ან 50 თეთრიანი ან  1, 2 და 5 ლარი. ქილების წინ დაალაგეთ რეალური ფულის მონეტებიც. სთხოვეთ ბავშვს შეაგროვოს და ჩაყაროს ისინი შესაბამის ქილებში -მაგალითად, 5 თეთრიანი მონეტები მოათავსოს იმ ქილაში, რომელზეც 5 თეთრია გამოსახული, 10 თეთრიანი 10 თეთრიან ქილაში და ა.შ.

3. მონეტების გაფერადება - ფურცელზე ამობეჭდეთ სხვადასხვა მონეტის გამოსახულება და სთხოვეთ ბავშვს მათი გაფერადება.

4. ფულის დათვლა - ბავშვთან ერთად დახატეთ რამდენიმე წრე, რომლებზეც გამოსახული იქნება გარკვეული რაოდენობის ფული. მაგალითად 60 თეთრი, 1 ლარი და 50 თეთრი. სთხოვეთ შეარჩიოს მონეტები, რომელთა მიმატებით მიიღებს კონკრეტულ წრეში მითითებულ რაოდენობას. მაგ: იმ წრეში, რომელზეც გამოსახულია 60 თეთრი, მოათავსოს 50 და 10 თეთრიანი მონეტები.

5. საყიდლების სია - შეადგინეთ საყიდლების სია 5 ლარის ფარგლებში. სია შესაძლოა იყოს დასურათებული და თითოეულ პროდუქტზე ბავშვთან ერთად წინასწარ შეარჩიეთ ღირებულების შესაბამისი მონეტები. სწავლება გაცილებით ეფექტური იქნება, თუკი ნამდვილად წახვალთ საყიდლებზე და შეიძენთ ჩამოთვლილ პროდუქტებს.

Spread the love

Tell us what you think