როგორ გამოვიყენოთ ხმის დამხშობი ყურსასმენები?

მშობლობაში ერთერთი სასიამოვნო მომენტია დამხმარე და პრაქტიკაში კარგად გამომდგარი საშუალებების აღმოჩენა.
შეგრძნებების გადამუშავების სირთულეების მქონე ბავშვებისთვის, ხმაურის დამხშობი ყურსასმენების გამოყენებას, ხშირად დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ამცირებს გამაღიზიანებელ ხმაურს და შესაბამისად ხელს უწყობს სიმშვიდის შეგრძნებას სტრესულ გარემოში.
ყურსასმენებს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს. მისი საშუალებით შესაძლებელია გარემოში არსებული ხმაურის სრულად დახშობა, ან დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა ხმებთან გასამკლავებლად.
ყურსასმენების სწორად შერჩევა დაკავშირებულია ბავშვის საჭიროებებთან.
გასათვალისწინებელია ხმაურის სრულად დახშობაა მიზანი, თუ ხმის დაბალი ტონალობით მოსმენა.
შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ რეგულირდებოდეს თავზე სამაგრი, იყოს მსუბუქი და ჰქონდეს ხმის შერჩევის ფუნქცია. ასევე, ყურსასმენების ბალიშები უნდა იყოს რბილი და კომფორტული.
ყურსასმენების გამოყენების სწავლებისას მნიშვნელოვანია ბავშვი თავად იყოს ჩართული შერჩევის პროცესში. ასევე მან კარგად უნდა გაიგოს მისი მნიშვნელობა და თუ რამდენად კომფორტული შეიძლება იყოს ის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შესაბამისად, ყურსასმენები ყოველთვის მისაწვდომი უნდა იყოს ბავშვისთვის. მაგალითად ეკიდოს კისერზე, ან ედოს სამუშაო მაგიდაზე.
მისი გამოყენების სწავლებისთვის შესაძლებელია პატარა ისტორიის შექმნა და ბავშვთან ერთად წაკითხვა. მაგალითად:

ყურსასმენების ტარება თავიდან აირიდეთ ისეთ შემთხვევებში, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოების საკითხებთან. მაგალითად ქუჩაზე გადასვლის დროს, უცნობ გარემოში მოხვედრისას და ასევე ისეთ სიტუაციებში, რომლებიც მოითხოვენ აქტიურ კომუნიკაციას მაგალითად თანატოლებთან.
Tell us what you think