რაში გვეხმარება საღეჭი სათამაშოები?

ზოგჯერ, სენსორული გადამუშავების სირთულეების, სტრესის, მოწყენილობის, შფოთვის თუ სხვა მიზეზების გამო, ბავშვები აქტიურად ცდილობენ არასაკვები ნივთების, სათამაშოების თუ ტანსაცმლის დაღეჭვას.
ეს ქცევა ზოგჯერ დამაზიანებელია, რადგანაც ბავშვმა პირში საფრთხის შემცველი ნივთებიც შეიძლება ჩაიდოს.
დაღეჭვის მოთხოვნილების არსებობის დროს, ხშირად გამოიყენება საღეჭი საშუალებები/სათამაშოები, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვის დამშვიდებას, კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას და იმ სენსორული სტიმულების მიღებას, რომლებსაც ბავშვი აქტიურად ცდილობს.
შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის, ფორმის, სიმკვრივის და სხვა მახასიათებლების მქონე საღეჭი სათამაშოების შერჩევა ბავშვის საჭიროებების, შესაძლებლობების და ასაკის გათვალისწინებით.
საღეჭი საშუალებების ყიდვისას, ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე:
- მისი გამოყენება უსაფრთხო უნდა იყოს კბილებისთვის.
- უნდა სუფთავდებოდეს მარტივად.
- უნდა იყოს გამძლე - დაღეჭვის დროს მასზე არ უნდა რჩებოდეს კბილების ნაჭდევი.
- უნდა იყოს საკმარისი ზომის, რათა თავიდან ავირიდოთ მისი გადაცდენის რისკი.
- უნდა იყოს არა ტოქსიკური.
- თუ ბავშვს საღეჭი სათამაშო დამაგრებული აქვს კისერზე, როგორც ყელსაბამი - შესაძლებელი უნდა იყოს მისი მარტივად გახსნა.
ყველა საღეჭ სათამაშოს სპეციფიკური გამოყენების წესები აქვს, თუმცა შესაძლებელია რამდენიმე ზოგადი რეკომენდაციის გათვალისწინება:
- შესთავაზეთ ბავშვს ახალი საღეჭი სათამაშო და მიეცით საშუალება გამოიკვლიოს. მოსიჯოს ხელით და შეიგრძნოს მისი ფაქტურა.
- აჩვენეთ მისი გამოყენება, ჩაიდეთ პირში და სცადეთ დაღეჭვა გვერდითი კბილებით. პროცესში ხაზი გაუსვით, რომ ბავშვმა ის უნდა დაღეჭოს და არ ჩაკბიჩოს.
- გაითვალისწინეთ უსაფრთხოების საკითხები - განსაკუთრებით თავდაპირველად დაუთმეთ დრო ბავშვს და დააკვირდით პროცესში და ასევე, ხშირად შეამოწმეთ ხომ არ არის დაზიანებული საღეჭი სათამაშო.
- მაქსიმალურად დაიცავით ჰიგიენის წესები.
საღეჭი სათამაშოს სწორად და უსაფრთხოდ გამოყენებისთვის მიმართეთ ოკუპაციურ თერაპევტს.
Tell us what you think