რას გვასწავლის ანიმაციური ფილმი “თავდაყირა” ?

animation upside down

ერთ-ერთი ყველაზე ღირებული უნარი, რომლის განვითარებაშიც ჩვენს შვილებს შეგვიძლია დავეხმაროთ ემოციური ინტელექტია. ემოციური ინტელექტი  საკუთარი და სხვა ადამიანების გრძნობების ამოცნობის, გაგებისა და ეფექტურად მართვის უნარებს აერთიანებს. 

 

ბავშვების შემთხვევაში ამ უნარებში იგულისხმება:

  • ბაზისური ემოციების, როგორიცაა ბედნიერება, სევდა, ბრაზი ან შიში, დასახელებას.
  • ამ გრძნობების განცდის მიზეზის გაგებას.
  • ემოციების ჯანსაღი გზით გამოხატვას.
  • იმის სწავლა, რომ ყველა გრძნობა ნორმალური და დროებითია.
  • სხვა ადამიანების ემოციების მიმართ თანაგრძნობის განვითარება.

 

როდესაც ბავშვები ადრეულ ასაკში სწავლობენ ამ უნარებს, ისინი უკეთ ამყარებენ კომუნიკაციას სხვებთან, ასევე ზრდასრულობაში უკეთ ჭრიან ცხოვრებისეულ სირთულეებს და უმკლავდებიან სტრესს. 

 

ბავშვები ყოველდღიურად უამრავ ემოციას განიცდიან, მაგრამ ხშირად  მათი ზუსტი სახელდება უჭირთ. ემოციების სახელდების სწავლება ანიმაციური ფილმების საშუალებით შეიძლება.  ერთ-ერთ ასეთი ანიმაციური ფილმია “თავდაყირა”, რომელიც ემოციებს პერსონაჟებად აქცევს, ამიტომ ბავშვებს მათი დანახვა, გაგება და მათზე საუბარი შეუძლიათ.

 

ანიმაციური ფილმი ახალგაზრდა გოგონას, რაილის შესახებაა, რომელიც ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. მის გონებაში ხუთი ემოცია სახლობს - სიხარული, სევდა, ბრაზი, შიში და ზიზღი.  ისინი ერთად მუშაობენ და წარმართავენ რაილის რეაქციებს მის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.

 

რაილის ცხოვრებაზე დაკვირვებით ბავშვები სწავლობენ, რომ ემოციები პრობლემები კი არ არის, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას, არამედ სიგნალებია, რომლებიც საკუთარი თავის გაგებაში და სხვებთან ურთიერთობის წარმართვაში გვეხმარება.

 

როდესაც ბავშვები ადრეულ ასაკში სწავლობენ ამ უნარებს, ისინი უკეთ ამყარებენ კომუნიკაციას სხვებთან, ასევე ზრდასრულობაში უკეთ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს და სტრესს. 

 

3 გაკვეთილი მშობლებისთვის:
ფილმი ემოციებს წარმოაჩენს, როგორც ერთად მომუშავე გუნდს, რაც გვახსენებს, რომ არც ერთი გრძნობა არ უნდა დომინირებდეს ჩვენს ემოციურ სამყაროში.

  • გაკვეთილი 1 - სევდას აქვს ფუნქცია

ამბის დასაწყისში რაილის სიხარულის ემოცია, სახელად “ჯოი” თვლის, რომ მისი ერთადერთი დავალებაა,  რომ რაილი ყოველთვის ბედნიერი იყოს. ის ცდილობს სევდა განდევნოს და ხელი შეუშალოს მას რაილის მოგონებებზე გავლენის მოხდენაში. მაგრამ სიუჟეტის  განვითარებასთან ერთად ვხედავთ, რომ სევდა რაილის სხვებისგან ნუგეშისა და მხარდაჭერის მიღებაში ეხმარება. როდესაც რაილი საბოლოოდ გამოხატავს თავის სევდას მშობლებთან, ისინი ხვდებიან მის გრძნობებს და რაილი იღებს მხარდაჭერას მშობლებისგან. 

 

ბავშვებს ხშირად ეუბნებიან, რომ სევდა უნდა დამალონ ან თავიდან აირიდონ.  თუმცა, ემოციური მედეგობა  იზრდება, როდესაც ბავშვები ხვდებიან, რომ სევდა იმის სიგნალია, რომ  მხარდაჭერა ან  დასვენება გვჭირდება. სევდის საჩქაროდ გამოსწორებისნაცვლად, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს მისი ამოცნობასა და უსაფრთხოდ გამოხატვაში.

  • გაკვეთილი 2 – ემოციები მაცნეები არიან

რაილის გონებაში თითოეული ემოცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს: შიში უსაფრთხოებაში დაცვაში ეხმარება, ზიზღი მავნე სიტუაციებისგან იცავს. ბრაზი სიგნალს აძლევს, როდესაც რაღაც უსამართლოდ ეჩვენება. სიხარული კი დადებითი გამოცდილების დაფასებაში უწყობს ხელს

 

ბავშვები ზოგჯერ თვლიან, რომ ბრაზი ან შიშიცუდი ემოციებია“. სინამდვილეში არ არსებობს “კარგი” ან “ცუდი” ემოცია.  ყველა მათგანი სასარგებლო ინფორმაციაას გვაწვდის იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენში და ჩვენს გარშემო. როდესაც ბავშვი ამბობს: „მე გაბრაზებული ვარ“, ეს ხშირად ნიშნავს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა - შესაძლოა, ის ფიქრობს, , რომ არ უსმენენ ან უსამართლოდ ექცევიან. ბავშვებისთვის ისეთი კითხვების დასმაში, როგორიცაარატომ ვგრძნობ თავს ასე?“, ასწავლის მათ, რომ ემოციები შეტყობინებებია და არა პრობლემები.

  • გაკვეთილი 3 – შერეული გრძნობები ნორმალურია

ფილმში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტია, როდესაც რაილი ერთდროულად განიცდის  სიხარულსა და სევდას.  ამ მომენტით ბავშვები სწავლობენ, რომ ცხოვრება იშვიათადაა მხოლოდ ბედნიერი ან მხოლოდ სევდიანი. ბევრი გამოცდილება ადამიანში შერეული ემოციებს იწვევს. .

 

მაგალითად, ბავშვი შეიძლება იყოს, გახარებული სკოლის დაწყებით, მაგრამ ამავე დროს შფოთავდეს. ამაყობდეს ახალი მიღწევით, მაგრამ ამასთანავე ღელავდეს იმ სიახლეებზე, რომლებიც  ამ მიღწევას შეიძლება  ახლდეს თან.

 

და ბოლოს, ანიმაციური ფილმი “თავდაყირა” გვახსენებს, რომ ემოციური სამყარო რთული და მრავალფეროვანია და ყველა გრძნობას თავისი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ბავშვებს ვეხმარებით ემოციების ამოცნობაში, დასახელებასა და გამოხატვაში, მათ  გამოვუმუშავებთ უნარს უკეთ გაიგონ საკუთარი თავი და სხვა ადამიანები.

Spread the love

Tell us what you think