Რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს?

A cute little girl is sleeping in a bed with a Teddy bear toy . Concept of child development and sleep. The view from the top.

საჭირო ძილის ხანგრძლივობა გარკვეულწილად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის როგორც ბიოლოგიურ თავისებურებებზე, ისე მისი ცხოვრების სტილზე. თუმცა ძილის პატერნის თვალსაზრისით არსებობს ასაკობრივი სხვაობები. ქვემოთ მოცემულია რამდენ ხანს უნდა ეძინოთ დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად:

  • 4 თვიდან 1 წლამდე: 12-16 საათი
  • 3 დან 5 წლამდე: 10-13 საათი
  • 6 დან 12 წლამდე: 9-12 საათი
  • მოზარდები: 8-10 საათი

უძილობის შემთხვევაში, ზრდასრულთა უმრავლესობა დაღლილობას განიცდის, თუმცა ბავშვებში ძილის ნაკლებობა განსხვავებული გამოვლინებებითაც ხასიათდება, ესენია: 

  • ქცევითი სირთულეები: ძილის ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს იმპულსურობის, ჰიპერაქტიურობისა და აგრესიული ქცევების გამოვლენის ალბათობა.  
  • აკადემიური მოსწრების გაუარესება: ძილის ნაკლებობა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების შემეცნებით უნარებზე. Ძილის ნაკლებობის შემთხვევაში, ბავშვებს უჭირთ ყურადღების კონცენტრირება, პრობლემის გადაჭრა და ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, რამაც თავის მხრივ შეიძლება გავლენა იქონიოს სწავლის პროცესაა და აკადემიურ მოსწრებაზე. 
  • ფიზიკური სიმპტომები: ძილის ნაკლებობა ხშირადაა დაკავშირებულია ისეთ ფიზიკურ ჩივილებთან, როგორიცაა თავის ტკივილი, მეტაბოლიზმის პრობლემები, ზოგადი დაღლილობა. უძილობა უარყოფითად აისახება იმუნური სისტემაზეც, რაც ბავშვს უფრო უფრო მოწყვლადს ხდის სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
  • ემოციური სირთულეები: არასაკმარისი ძილი ხშირადაა  გაღიზიანებადობისა და გუნება-განწყობილების ხშირი ცვალებადობის მიზეზი. იგი ასევე ზრდის სხვადასხვა ემოციური სირთულის, მათ შორის შფოთვისა და დეპრესიის ჩამოყალიბების რისკებს. 

ფიზიკური ზრდისა და განვითარების შეფერხება: ქრონიკული უძილობა შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვების ზრდა-განვითარებაზე, მათ შორის ჰორმონალურ რეულაციაზე, ფიზიკურ მომწიფებასა და თავის ტვინის ფუნქციონირებაზე.

Spread the love

Tell us what you think