რა არის თვითკონტროლი?

Mommy, this sound was clear!

თვითკონტროლი მოიცავს საკუთარი იმპულსების, ემოციებისა და ფიზიკური აქტივობების მართვის უნარს, რომლის ჩამოყალიბებას ადრეულ ბავშვობაში იწყება, თუმცა განვითარებას 20 წლის ასაკისთვისაც აგრძელებს. 
ზრდასრულების მიერ გაცემული მითითებებისა თუ ინსტრუქციების შესრულება ბავშვების მხრიდან სწორედ თვით-კონტროლის გამოვლენას მოითხოვს და თუ დავაკვირდებით, თვითკონტროლი ცხოვრების ყველა სფეროსთვის მნიშვნელოვანია. 
მაღალი თვითკონტროლის უნარის მქონე ბავშვები როგორც წესი უფრო წარმატებულები არიან აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით და გარშემომყოფებსაც უკეთ ეწყობიან. 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს თვითკონტროლის უნარის განვითარებაში?

    • ასწავლეთ ბავშვებს ფიზიკურად განერიდონ ცდუნებებს: თვითკონტროლის ყველაზე მარტივი და ხშირად ეფექტური სტრატეგიაა, რომელსაც ზრდასრულებიც ვიყენებთ, მაგალითად როდესაც წონაში დაკლება გვსურს, ვცდილობთ სახლის მაცივარი არადიეტური პროდუქტებით არ გამოვავსოთ. ანალოგიურად, თუკი ბავშვს მეცადინეობა არ დაუსრულებია, მაგრამ ერთი სული აქვს როდის ითამაშებს მობილური აპლიკაციით, ღირს იმაზე დაფიქრება თუ რისი შეცვლაა შესაძლებელი მოცემულ გარემოში- ამ დროს კარგი იქნება თუ ტელეფონს მეცადინეობის პროცესში მხედველობის ველიდან მოვაცილებთ. 

 

    • შესთავაზეთ ყურადღების გადატანის სტრატეგიების გამოყენება: ზოგიერთ სიტუაციაში საკუთარი იმპულსებისა თუ ქმედებების კონტროლისთვის ყველაზე ეფექტური ყურადღების სხვა რამეზე გადატანაა. შესთავაზეთ ბავშვს გაიხსენოს ანბანი, დაითვალოს იატაკის ფილები, გაიხსენოს სიმღერის ტექსტები და სხვა. ასევე სასარგებლოა კითხვა, ხატვა ან მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მას სადმე დიდი ხნით ლოდინი უწევს. 

 

    • გამოიყენეთ თამაშები: მთელი რიგი თამაშები სწორედ თვითკონტროლის გამოვლენას მოითხოვს და შესაბამისად, მის შემდგომ განვითარებასაც იწყობს ხელს. ასეთია მაგალითად, ისეთი ფიზიკური თამაშები, რომლებიც მუსიკის შეწყვეტისას ერთ ადგილზე „გაყინვას“ ან შუქნიშნის ფერების მიხედვით მოძრაობის დაწყებას ან შეწყვეტას მოითხოვს.    

 

გაითვალისწინეთ, რომ როგორც ემპირიული მონაცემები მიუთითებს, 6 დან 12 წლამდე ასაკი ყველაზე კარგ პერიოდია თვითკონტროლის უნარის განვითარებაზე სამუშაოდ. ამ პერიოდში გამოყენებული პრევენციისა და ინტერვენციის სტრატეგიების დიდი ნაწილი წარმატებული შედეგების მომტანია.  

Spread the love

Tell us what you think