ნულოვანი დისკრიმიანციის დღე
პირველ მარტს ნულოვანი დისკრიმინაციის მსოფლიო დღე აღინიშნება, ამ დღის სიმბოლო პეპელაა-რაც თავის მხრივ საზოგადოების ტრანსოფრმაციის აღმნიშვნელია. მართლაც, მსოფლიოში არსებულ ბევრ გამოწვევის დაძლევა სტიგმისა და დისკრიმინაციისგან გათავისუფლებითაა შესაძლებელი.
რატომაა მნიშვნელოვანი დისკრიმინაციის შესახებ ბავშვებთან საუბარი?
- ნებისმიერი ბავშვი შეიძლება თავად გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობების, წონის, რელიგიური თუ ეთნიკური მიკუთვნებულობის თუ სხვა მახასიათებლის გამო.
- თუკი დისკრიმინაციის შესახებ საუბარს თავს ავარიდებთ, ისინი იფიქრებენ, რომ ეს ტაბუირებული საკითხია, ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვებს მივცეთ კითხვების დასმის, დისკუსიაში ჩართვის საშუალება, მხოლოდ ასე შეძლებენ შეამოწმონ საკუთარი სტერეოტიპების სისწორე.
როგორ ვესაუბროთ ბავშვს დისკრიმინაციის შესახებ?
- ერთჯერადი, ვრცელი საუბრის ნაცვლად, დისკრიმინაციის საკითხი ხშირად განხილვის და დისკუსიის თემად აქციეთ.
- საილუსტრაციოდ გამოიყენეთ ყოველდღიური სიტუაციები, მაგალითად ჰკითხეთ ბავშვს რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალებს ცუდ მძღოლებად მიიჩნევენ და ვიდეო თამაშების გმირების უმრავლესობაც მამრობითი სქესისაა?
- გაამახვილეთ ყურადღება ინდივიდუალური მახასიათებლების მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე- ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან ცხოვრებისეული გამოცდილებითა და შეხედულებებით და ხშირად განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა გვაძლევს საშუალებას მეტი გავიგოთ ამა თუ იმ საკითხის შესახებ. დისკრიმინაცია კი ზიანს აყენებს არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ მის განმახორციელებელ პირსაც, რადგან მას აღარ ეძლევა განსხვავებული პერსპექტივის მიხედვით რაიმე ახლის სწავლის შესაძლებლობა.
- ფილმები, წიგნები ან პირადი ნაცნობობა განსხვავებული წარმომავლობის ან შეხედულებების მქონე ადამიანებთან იძლევა იმის გაცნობიერების საშუალებას, რომ ჩვენ იმაზე მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განმასხვავებელი.
- იყავით მაგალითი: პატივისცემით მოპყრობა გარშემომყოფებთან, არადისკრიმინაციული დამოკიდებულება ყოველდღიური ქმედებებით ვლინდება- ბავშვები კი ყველაზე მეტს მშობლების ასეთ ყოველდღიურ ქმედებებზე დაკვირვებით სწავლობენ.
Spread the love
Tell us what you think