დიაბეტის მქონე ბავშვების და ოჯახების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა

დიაბეტის საერთაშორისო დღე

ქრონიკული დაავადებების მართვა როგორც წესი ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის. ბავშვებში, ერთ-ერთ ასეთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას დიაბეტი წარმოადგენს, რომლის მკურნალობაც რთული რეჟიმის დაცვას მოითხოვს. 
დიაბეტის მქონე ბავშვებს, მათ თანატოლებთან შედარებით,  ემოციური სირთულეების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ, რაც მათ დაავადებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტრესული ფაქტორით შეიძლება აიხსნას, მათ შორისაა:  

  • ხშირი სამედიცინო პროცედურები (ინსულინის ინექცია, სისხლში შაქრის დონის მუდმივი კონტროლი)
  • მიღებული საკვების მკაცრი კონტროლი
  • ფიზიკური აქტივობის კონტროლი
  • სისტემატიური გეგმიური ვიზიტები ექიმთან
  • შესაძლო გართულებების და რისკების მუდმივი მონიტორინგი
  • განსხვავებულობისა და გარიყულობის განცდა- ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გამო ასეთი ბავშვებს ხშირად ეზღუდებათ სოციალური ცხოვრებაც, მაგალითად ვერ მიემგზავრებიან საზაფხულო ბანაკში, ვერ ახერხებენ მეგობართან ღამისთევით დარჩენას და სხვა. 
  • საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განცდის ნაკლებობა  
  • „დიაბეტით გამოწვეული გადაწვა“- განცდა, რომ ვეღარ უმკლავდები დიაბეტით გამოწვეულ სტრესს. 

თუმცა, ფსიქო-ემოციური სირთულეების ჩამოყალიბების რისკი იკლებს მაშინ, როდესაც ბავშვი და ოჯახი გრძნობს ემოციურ მხარდაჭერას ერთმანეთისგან და უფრო ფართო საზოგადოებისგან. 
რაც უფრო მეტად ვიქნებით ინფორმირებული დიაბეტის სპეციფიკის და მისი მართვის სირთულეებთან დაკავშირებით, მით მეტი ემოციური მხარდაჭერისა და ემპათიის გამოვლენას შევძლებთ ამ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მიმართ.  

Spread the love

Tell us what you think