ბუნების ძალა: რატომ და როგორ გავატაროთ დრო გარემოში?
კვლევების თანახმად, ბუნებასთან კონტაქტი ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ის სტრესული გამოცდილების შემდეგ ძალების აღდგენაში გვეხმარება და ამცირებს სხვადასხვა ფსიქოლოგიური სირთულის ჩამოყალიბების ალბათობას.
მეცნიერები ადასტურებენ, რომ ბუნებასთან მცირეხნიან კონტაქტსაც კი მყისიერ და გრძელვადიანი ეფექტი აქვს:
- 1-დან 10 წუთამდე: ამ მცირე დროის გატარებასაც კი შეუძლია კონცენტრაციის გაუმჯობესება, სტრესის შემცირება და გუნება-განწყობილების ამაღლება.
- დღეში 20 წუთი: ეფექტურია ორგანიზმში სტრესის ჰორმონების დონის შესამცირებლად.
- კვირაში 2 საათი: დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და კარგადყოფნის განცდაზე.
რა ითვლება ბუნებად?
ბუნება მოიცავს ფიზიკური გარემოს ნებისმიერ ბუნებრივ ნაწილს: ტბებს, მდინარეებს, ტყეებს, მთებს, ხეებს, პარკებს, ბაღებს, ფრინველებსა და ცხოველებს.
ბუნება და ბავშვები
ბუნებასთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ბავშვები, რომლებიც ღია სივრცეში დიდ დროს ატარებენ, გარემოსთან მეტ სიახლოვეს და ემოციური კავშირს გრძნობენ და მომავალში უკეთ ზრუნავენ მასზე.
როგორ დავამყაროთ ბუნებასთან კონტაქტი?
ყველაზე დიდი სარგებელი უშუალოდ გარეთ დროის გატარებას აქვს, თუმცა თუ ამას ვერ ახერხებთ, გამოიყენეთ ალტერნატიული გზები:
- უყურეთ ბუნებრივ ხედს ფანჯრიდან;
- შემოიტანეთ ინტერიერში ბუნების სხვადასხვა ელემენტი (მაგ: ოთახის მცენარეები);
- დაათვალიერეთ ბუნების ამსახველი ფოტოები/ნახატები;
- მოუსმინეთ ბუნების ხმებს.
პრაქტიკული რჩევები:
როგორ ვაქციოთ ბუნებასთან კონტაქტი ჩვევად?
სასურველია, წინასწარ დაგეგმოთ დრო ბუნებაში გასატარებლად. თუ დროში შეზღუდული ხართ, დაიწყეთ სულ რაღაც 5 წუთით:
- გაატარეთ დრო გამწვანებულ სკვერში.
- დაჯექით წყლის პირას და მოუსმინეთ მის ხმას.
- სიარულისას გზად დააკვირდით ყვავილებს, ხეებს, ჩიტებს.
- დააკვირდით, როგორ იცვლება სეზონი თქვენს გარემოში.
- გადით აივანზე და დაფიქრდით სხვადასხვა შეგრძნებაზე: რას ხედავთ? რისი სუნი გცემთ? რა გესმით?
- შეხვდით მეგობრებს ღია სივრცეში, კაფეში ჯდომის ნაცვლად.
Tell us what you think