ბულინგი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები
ბავშვები, რომლებიც ბულინგს ახორციელებენ, როგორც წესი სამიზნედ ნაკლები ძალის მქონე ან ამა თუ იმ ნიშნით გამორჩეულ, განსხვავებულ ბავშვებს არჩევენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც, თავიანთი ფიზიკური და ინტელექტუალური მოწყვლადობის ან სოციალური უნარების დეფიციტის გამო, ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი. არის შემთხვევები, როდესაც ისინი ვერც კი აცნობიერებენ რომ ჩაგვრის ობიექტები არიან.
ბულინგის შედეგები:
ბულინგის გამოცდილება ზრდის შემდეგი სირთულეების ჩამოყალიბების რისკს:
- დეპრესია, შფოთვა და მარტოობის განცდა
- დაბალი თვითშეფასება
- თავის და მუცლის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კვების დარღვევა
- სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, სკოლის გაცდენა და დაბალი აკადემიური მოსწრება
- სუიციდალური აზრები
გახსოვდეთ: ბულინგი ქცევაა, ქცევის შეცვლა კი შესაძლებელია
გამაფრთხილებელი ნიშნები:
მშობლებმა და ბავშვზე მზრუნველმა პირებმა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციონ შემდეგ ნიშნებს, განსაკუთრებით მაშინ თუკი მათ განმეორებითი ხასიათი აქვს:
- ბავშვს სხეულზე აღენიშნება სისხლჩაქცევები, სილურჯეები
- დაზიანებული აქვს პირადი ნივთები ან დახეული აქვს ტანსაცმელი
- აღენიშნება მოულოდნელი ცვლილებები ქცევაში, მაგ: განცალკევებულია თანატოლებისგან, უარს აცხადებს სკოლაში წასვლაზე, აწუხებს ცუდი სიზმრები...
თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია, უშუალოდ მას გაესაუბრეთ ამის შესახებ.აღელვების მიუხედავად ეცადეთ გარეგნულად შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები ხშირად ღელავენ მშობლის ემოციურ მდგომარეობაზე და სწორედ ამ მიზეზით იკავებენ თავს სრული ინფორმაციის გაზიარებისგან.
- პირველ რიგში დაეხმარეთ იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი არ იმსახურებენ მსგავს მოპყრობას. მათ ეს არ მოუთხოვიათ და არ უნდა ჰქონდეთ მიმღებლობა მათდამი გამოვლენილი ჩაგვრის მიმართ.
- მას შემდეგ რაც ბავშვი დაასრულებს თხრობას და აღწერს კონკრეტულ შემთხვევებს, დაეხმარეთ მას პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზის მოფიქრებასა და განხილვაში. გაითამაშეთ მასთან ერთად სხვადასხვა სცენარი, სადაც აღწერილი იქნება ბულინგზე რეაგირების სხვადასხვა ეფექტური გზა, მაგალითად:
- მჩაგვრელისთვის იმის თქმა, რომ შეწყვიტოს კონკრეტული ქცევა.
- იუმორის გამოყენება სიტუაციის განსამუხტად.
- ფიზიკურ გადაადგილებას სიტუაციისთვის თავის არიდების მიზნით.
- დახმარების თხოვნა.
Tell us what you think