ბრაზის მართვა მშობლებში

2690

თქვენმა შვილმა მთელი ყუთი ბურღულეული დაყარა იატაკზე? მეათეჯერ აიგნორებს თქვენს მითითებას? გაუთავებლად წუწუნებს იმიტომ რომ… ზუსტად ისეთი საუზმე მოუმზადეთ, როგორიც გთხოვათ? 

 

მშობლობა არაჩვეულებრივი რამ არის, თუმცა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ის დაკავშირებულია ძლიერ სტრესთან, იმედგაცრუებასა და  ბრაზთან, რამაც შეიძლება ემოციურ აფეთქებამდეც მიგვიყვანოს. 

გაეცანით 5 მარტივ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ემოციური აფეთქება. 

  1. დაითვალეთ ხუთამდე ან ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ რამდენჯერმე. ეს პატარა მოქმედება ქმნის გონებრივ ბუფერს სანამ რაიმე ისეთს იტყვით, რაც შეიძლება შემდეგ ინანოთ.
  2. ხმამაღლა დაასახელეთ  ემოცია, რომელსაც განიცდით, მაგალითად, “ახლა ძალიან იმედგაცრუებული ვარ”. რატომ? ემოციის ხმამაღლა დასახელება თქვენს ტვინს ეხმარება ემოციური რეაგირებდან ლოგიკურ აზროვნებაზე გადასვლაში. ეს კი ამცირებს ემოციის სიძლიერეს და გეხმარებათ დაფიქრდეთ მოქმედებამდე. 
  3. გაააქტიურეთ შეგრძნების სხვადასხვა არხი, მაგალითად სახეზე შეისხით ცივი წყალი. სხეულის სწრაფი გადატვირთვა დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში. 
  4. 4. ისაუბრეთ დაბალი, მაგრამ მტკიცე ტონით. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ბავშვები მაშინ უფრო გვისმენენ, როდესაც ხმადაბლა ვსაუბრობთ. მშვიდი ტონით საუბარი ხელს უშლის სიტუაციის გამწვავებას. გამოიყენეთ მოკლე წინადადებები ვრცელი  ახნა-განმარტებების ნაცვლად (მაგ., “მოდი, ერთად დავალაგოთ,,).
  5. მცირე ხნით გაერიდეთ სიტუაციას.  თუ მაინც გრძნობთ, რომ შეიძლება ემოციურად აფეთქდეთ გადით სხვა ოთახში 1-2  წუთით ან მოუსმინეთ მხიარულ სიმღერას. დამეთანხმებით, რთულია უსმენდე “მაკარენას” და პარალელურად ბრაზობდე. 

გახსოვდეთ, რომ მშობელი შვილისთვის მისაბაძ მოდელს წარმოადგენს და  თქვენი შვილი თქვენგან სწავლობს ემოციების მართვას. 

 

Spread the love

Tell us what you think