10 საინტერესო ფაქტი ბრაილის შრიფტის შესახებ
ბრაილის შრიფტი ფურცელზე ამობურცული წერტილებით შედგენილი კოდია, რომელიც ასოებს, ციფრებსა და სიმბოლოებს შეესაბამება. ბრაილის შრიფტი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებს თითებით შეხების საშუალებით წერისა და კითხვის შესაძლებლობას აძლევს. ქვემოთ მოცემულია 10 საინტერესო ფაქტი ბრაილის შრიფტის შესახებ.
- ბრაილის შრიფტის შექმნამდე არსებობდა ე.წ. „ღამის შრიფტის“, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები, რათა კომუნიკაცია ლაპარაკისა ან სანთლების გამოყენების გარეშე დაემყარებინათ.
- 1824 წელს 15 წლის ფრანგმა სკოლის მოსწავლემ - ლუი ბრაილმა, შეიტყო კოდის შესახებ და საბოლოოდ შეიმუშავა ბრაილის ანბანის ახალი, გამარტივებული ვერსია, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა უსინათლო ადამიანებს შორის.
- ბრაილის შრიფტით ნებისმიერ ენაზე შეიძლება წერა-კითხვა.
- ბრაილის შრიფტით წერა შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით.
- ყველა უსინათლო ადამიანი არ ფლობს და არ ან ვერ იყენებს ბრაილის შრიფტს, ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს აუდიო-წიგნებსა და დამხმარე ტექნოლოგიებს.
- ბრაილის შრიფტის შექმნამ დიდი როლი შეასრულა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. მისი გამოყენებით ბევრი უსინათლო ადამიანს მიეცა განათლებისა და დასაქმების მეტი შესაძლებლობა.
- არსებობს ბრაილის სპეციალიზირებული კოდები მათემატიკისთვის, ასევე მუსიკისა და კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად.
- 1999 წელს, ნასამ (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო) ლუი ბრაილის საპატივცემულოდ, ერთ-ერთ ასტეროიდს „9969 ბრაილი“ უწოდა.
- ბრაილის შრიფტი უფრო მეტ ადგილს იკავებს, ვიდრე ტრადიციული ანბანი, შესაბამისად ბრაილის შრიფტით დაწერილი წიგნები უფრო დიდი მოცულობისაა, ვიდრე მათი ბეჭდური ანალოგები, მაგალითად, „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“ ბრაილის შრიფტით.
- მხედველობის მქონე ადამიანების უმეტესობა, წუთში საშუალოდ 300 სიტყვას კითხულობს. ბრაილის შრიფტის ცოდნაში გაწაფულ უსინათლო ან მცირედმხედველ ადამიანებს კი წუთში 400 სიტყვას წაკითხვა შეუძლიათ. კითხვისას ისინი ორივე ხელს იყენებენ, ერთი ხელით მსუბუქად ეხებიან შრიფტს და კითხულობენ, მეორე ხელით კი მომდევნო ემზადებიან მომდევნო ხაზზე გადასასვლელად.
Spread the love
Tell us what you think