შეაღე

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ შშმ ბავშვის მშობელი და განიცდით მისთვის განკუთვნილი სერვისების შესახებ ინფორმაციის დეფიციტს. წარმოიდგინეთ, რომ ამის გამო თქვენ კარგად არ გესმით თქვენი შვილის შეზღუდული შესაძლებლობა და ამიტომ არ იცით, თუ რა მოიმოქმედოთ. სწორედ ასეთი გაურკვევლობის გრძნობა ეუფლება ყოველდღიურად უამრავ ადამიანს საქართველოში.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვერ ეგუებით შექმნილ რეალობას და გსურთ გამოსავალის მოძებნა. ეს გამოსავალია სწორედ MAC Georgia - ს პროექტი, სახელწოდებით „შეაღე“. პროექტი „შეაღე“ შეიქმნა ForSet-თან თანამშრომლობით და ესაა უფასო ონლაინ პროგრამა , რომელშიც კარტოგრაფიულად დატანილია შშმ პირებზე ორიენტირებული სერვისები, რომლებიც შეგიძლიათ დაალაგოთ შინაარსის, მდებარეობის ან მომხმარებელთა მიერ მინიჭებული რეიტინგის მიხედვით. სწორედ მომხმარებელთა მიერ რეიტინგის მინიჭება წარმოადგენს მის მთავარ ფუნქციას. „შეაღეს“ მეშვეობით ოჯახებს შეუძლიათ მოიძიონ და ისარგებლონ სერვისებით, დაუწერონ სარეიტინგო შეფასება ამა თუ იმ სერვისს და ბოლო მოუღონ ინფორმაციულ ვაკუუმსა და დაბალი ხარისხის მომსახურებას.

Sheaghe Discovering Services-02
Spread the love

Tell us what you think