ზურგის ტკივილი - სხეულის პოზა ძილის დროს
წელის ტკივილი ხშირად ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა იგი ყოველთვის არ არის დაკავშირებული რაიმე სამედიცინო მდგომარეობასთან . ხშირ შემთხვევაში იგი გამოწვეულია წოლის ან ძილის დროს სხეულის არასწორი, მოუხერხებელი პოზიციით.
კვლევებმა აჩვენეს, რომ არსებობს კორელაცია ტკივილსა და ძილს შორის, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის დროს სხეულის პოზიციის მცირედი ცვლილება, რაც ხელს შეუწყობს წელის/ზურგის ტკივილის შემსუბუქებას.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ შემცირებული ტკივილი უკეთესი ძილის წინაპირობაა.
აუცილებელია ხერხემლის სწორი პოზიციის შენარჩუნება. სხვადასხვა პოზირების მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია ხერხემალზე ძლიერი ზეწოლის შემცირება და ზურგის მოდუნებულ, მოსვენებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.
წელის ტკივილის დროს სცადეთ რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:
გვერდზე წოლა:
მოათავსეთ მყარი, ბრტყელი ბალიში მუხლებს შორის. ამ მეთოდით წელი და მენჯი არის სწორ პოზიციაში და შესაბამისად მცირდება მათზე ზეწოლა. ეს პოზიცია ასევე ამცირებს ზეწოლას ხერხემლის ქვედა ნაწილზე.
გვერდზე წოლის ერთი ერთი პოზიცია ასევე შესაძლებელია იყოს მუხლის სახსარში მცირედად მოხრილი ფეხებით წოლა. აუცილებელია რომ წოლის დროს მოხდეს სხეულის წონის თანაბრად გადანაწილება.
მნიშვნელოვანია შესაფერისი ზომის ბალიშის გამოყენება, ისე რომ უზრუნველყოს თავისა და კისრის საყრდენი და ხერხემლის სწორი პოზიციის შენარჩუნება.
ზურგზე წოლა:
ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში, ზურგზე წოლა საუკეთესო პოზიციაა ზურგის ტკივილის შესამცირებლად. ამ დროს წონა თანაბრად ნაწილდება მთლიან სხეულზე, შესაბამისად მცირდება ზეწოლა სხეულის რომელიმე კონკრეტულ ნაწილზე.
ზურგზე წოლისას, მოათავსეთ მცირე ზომის ბალიში მუხლებს ქვეშ, იმისათვის რომ შეინარჩუნოთ ხერხემალი ნეიტრალgურ მდგომარეობაში. მუხლების ოდნავ ამაღლებით ასევე მცირდება ზეწოლა ზურგის ქვედა ნაწილზე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ასევე მცირე ზომის ბალიშის ან ქსოვილის გამოყენება წელის ქვედა ნაწილში.
წელის ტკივილის დროს, მუცელზე წოლა არ არის რეკომენდირებული:
ასეთ პოზიციაში წოლის დროს ხერხემლის ბუნებრივი მრუდი სწორდება, რის შედეგადაც ზეწოლა იზრდება ხერხემალზე. ამ დროს კისერი არის არასწორ პოზიციაში რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კისრისა და ზურგის ტკივილი.
Tell us what you think