სახალისო მოძრაობები ბავშვს მოტორული უნარების განვითარებისთვის

2148503961

ბავშვის განვითარებისთვის მოძრაობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია.  ის აძლიერებს კუნთებს, აუმჯობესებს კოორდინაციას, ბალანსს და სხეულის აღქმას.  ეს უნარები კი აუცილებელია იმისთვის რომ ბავშვი იყოს დამოუკიდებელი ყოველდღიურ საქმიანობებში და ჰქონდეს სრულფასოვანი მონაწილეობა სოციალურ აქტივობებში.
 

ფიზიკური განვითარების ხელშეწყობის ერთ- ერთი ყველაზე ეფექტური და სასიამოვნო გზა თამაში და სახალისო აქტივობებია.
 
 მარტივი და სახალისო ფიზიკური აქტივობები სახლში

 

ბალიშების გზა  - დაალაგეთ  ბალიშები  იატაკზე 20- 25 სმ- ის დისტანციით და სთხოვეთ ბავშვს გადახტეს ან ფეხის მონაცვლეობით იარეოს მასზე. ეს დაეხმარება ბალანსის გაუმჯობესებასა და კუნთების გაძიერებაში.
 
ბუშტებით თამაში - სთხოვეთ ბავშვს არ მისცეს ბუშტს იატაკზე დავარდნის საშუალება, დაარტყას ხელი და შეინარჩუნოს ჰაერში. ეს ავითარებს თვალის და ხელის კოორდინაციას და სწრაფად რეაგირების  უნარს.
 
იატაკზე ხატვა - დააწვინებთ ბავშვი მუცლზე, მიეცით დიდი ფორმატის ქაღალდი და წაახალისეთ ამ პოზიციაში ხატოს/ აფერადოს. ეს დაეხმარება ზურგის და მხრების კუნთების გაძიერებაში. 
 
ცოცვა ბარიერებში -  გამოიყენეთ ლეიბები ან შედარებით მძიმე საბნები, დააფინეთ იატაკზე ისე, რომ ბავშვმა შეძლოს მათ ქვეშ გაძრომა.  წაახალისეთ, რომ იცოცოს და გადალახოს დაბრკოლება. ლეიბებსა და საბნების სიმძმის ქვეშ ცოცვა ეხმარება ბავშვს, საერთო კუნთოვანი ძალის განვითარებაში,  სხეული სქემის აღქმაში და მოტორულ დაგეგმვაში.

 

მუსიკაზე გაჩერება - ჩართეთ მხიარული მუსიკა და იცეკვეთ ბავშვთან ერთად. დროდადრო მუსკია შეაჩერეთ - ამ დროს ყველამ უნდა გააჩეროთ მოძრაობა და შეინარჩუნოთ ის პოზიცია, რომელშიც მოძრაობა შეწყვიტეთ. ერთ პოზაში გაჩერება მოითხოვს კარგ ბალანსს და კუნთების დაჭიმვას. 

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ?
- უსაფრთხოება - აქტივობა უნდა იყოს უსაფრთხო და ბავშვის ასაკის და შესაძლებლობების შესაბამისი.
 
- აქტივობის ხანგრძლოვობა - თავდაპირველად 10 - 15 წუთი სრულიად საკამრისი დროა აქტივობებში ჩართულობისთვის. ბავშვის მოტორულ განვითარებასთან შესაბამისად, შეგიძლიათ გაზარდოთ აქტივობებში ჩართულობის დრო და ინტენსივობა.
 
- აქტივობის ადაპტირება - ყოველთვის შესაძლებელია აქტივობის გამარტივება - მაგალითად თუ ბავშვს არ შეუძლია ხტუნვით ბალიშებზე გადაადგილება - შესთავაზეთ ფეხის მონაცვლეობით ბილიკზე გადაადგილება.  

 

- ბავშვის წახალისება და ქება -  შეაქეთ ბავშვის მხრიდან  აქტივობაში ჩართულობის ყველა მცდელობა, რადგან შექება მნიშვნელოვანია მოტივაციის შენარჩუნებისთვის.
 
 
 

Spread the love

Tell us what you think