როგორ მივხდეთ მშობლები თუ ბავშვს სწავლის სირთულეები აღენიშნება

The Redhead teen girl with lot of books sitting at table on orange studio background. The education and back to school concept

როგორ მივხდეთ მშობლები თუ ბავშვს სწავლის სირთულეები აღენიშნება
განათლების მიღება ხანგრძლივი პროცესია. ბავშვები და მოზარდები ცხოვრების დიდ ნაწილს საკლასო ოთახებში და წიგნებთან ატარებენ . ის მოსწავლეები ვისაც სწავლის სირთულეები აღენიშნებათ, მუდმივად განიცდიან იმედგაცრუებას და  შესაბამისად, მათი ცხოვრების ეს პერიოდიც, უმეტესად უსიამოვნო განცდებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ასეთი ნეგატიური გამოცდილების შემცირება შესაძლებელია მშობლების მხარდაჭერისა და ბავშვების აკადემიურ ცხოვრებაში მათი მაღალი ჩართულობის შემთხვევაში.

რას გულისხმობს მშობლის ჩართულობა ბავშვის აკადემიურ ცხოვრებაში ?

  • სასურველია მშობელს ჰქონდეს აქტიური და ღია კომუნიკაცია მასწავლებელთან
  • მოიპოვოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ პროგრესირებს ბავშვი ამა თუ იმ საგანში.
  • დაინტერესდეს, მიაქვს თუ არა ბავშვს სკოლაში საშინაო დავალებები. 
  • გაარკვიოს, ხომ არ აღენიშნება ბავშვს ქცევის სირთულეები. 
  • დააზუსტოს, როგორ გრძნობს მასწავლებლის დაკვირვებით ბავშვი თავს სკოლაში.

 

ამასთანავე მნიშნველოვანია, რომ მშობელი ყურადღებით იყოს სახლის გარემოში, დააკვირდეს ბავშვს, რადგან არსებობს მთელი რიგი ნიშნები, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს რომ ბავშვს აქვს სწავლის სირთულეები. 

როგორ ვლინდება სწავლის სირთულეები დაწყებითი კლასების საფეხურზე? 

  • აღენიშნება ასოებისა და შესაბამისი ბგერების ათვისების სირთულე;
  • აქვს ასოების მოხაზვის სირთულე;
  • კითხულობს ნელა და ხარჯავს დიდ ძალისხმევას, ან პირიქთ კითხულობს სწრაფად და უშვებს შეცდომებს;
  •  აქვს მათემატიკური ცნებების დამახსოვრების სირთულე;
  • აქვს ნეგატიური განწყობა რომელიმე საგნის მიმართ და ცდილობს თავიდან აირიდოს დავალებების შესრულება.

რა მახასიათებლებით ვლინდება სწავლის სირთულეები შედარებით მოზრდილ ასაკში?

  • ბავშვი მუდმივად ცდილობს თავი აარიდოს დავალებების შესრულებას, შეიძლება ეს იყოს რომელიმე კონკრეტული საგნის დავალება, ან ცალკეული აქტივობა;
  • მეცადინეობის დაწყების წინ ამბობს რომ აწუხებს თავის ტკივილი, ან ასახელებს სხვა ფიზიოლოგიურ ჩივილებს;
  • მიუხედავად დიდი მცდელობისა აქვს დაბალი აკადემიური მიღწევები;
  • ჭირდება დავალებების ნაბიჯ-ნაბიჯ მიცემა, ინსტრუქციის ხშირად გამეორება;
  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მიყვება ესა თუ ის უნარი;
  • უჭირს ამოცანის ამოხსნის სტრატეგიის დამახსოვრება;
  • აქვს მაღალი ფრუსტრაცია/იმედგაცრუება სკოლის და დავალებების შესრულების მიმართ;
  • შეიძლება ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება, ხშირად ამბობს ისეთ ფრაზებს როგორებიცაა:  “არ გამომივა”, “მაინც ვერ დავიმახსოვრებ!“, „ვერ ამოვხსნი.“ 
  • ხშირად აგვიანებს პასუხის გაცემას.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეები:

  • შეხვდით მასწავლებელს და გაესაუბრეთ მას.  
  • ჰკითხეთ სკოლაშიც ხომ არ არის მსგავსი სირთულეები შესამჩნევი; 
  • რა სტრატეგიების გამოყენებას გირჩევთ  რომ ბავშვს გამოუსწორდეს განწყობა კონკრეტული საგნების ან აქტივობების მიმართ; 
  • ხომ არ არის შესაძლებელი რომ მასწავლებლის მხრიდან მოხდეს დავალებების მოდიფიცირება, მოცულობის შემცირება ან გამარტივება; 
  • ჰკითხეთ, ხომ არ თვლის საჭიროდ რომ სხვა სპეციალისტების ჩართვას,  მაგალითად ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასების მიზნით. 
  • მოილაპარაკეთ რა ტიპის წამახალისებლების გამოყენება შეგიძლიათ მშობლებს და სკოლას ცალ-ცალკე ან ერთობლივად იმისთვის რომ ბავშვს მოტივაცია გაეზარდოს კონკრეტულ საგანთან თუ დავალებებთან მიმართებაში. 
  • შეთანხმდით სამოქმედო გეგმაზე და წინასწარ დათქვით მომდევნო შეხვედრა. 
Spread the love

Tell us what you think