ოჯახში არსებული დაძაბული გარემოს გავლენა ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე (მენტალურ ჯანრმთელობაზე)
კონფლიქტი ადამიანის ცხოვრების, მათ შორის ოჯახური ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია. იგი მოიცავს ნებისმიერი სახის უთანხმობას, განსვლას ადამიანების ინტერესებსა და შეხედულებებს შორის. თუმცა, როგორც კვლევები ადასტურებს, მშობლებსა და ოჯახის სხვა უფროს წევრებს შორის კონფლიქტის არაჯანსაღი გზებით ე.წ. ,,ბრძოლით“ გადაჭრის მოდელის არსებობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე. თუმცა არსებობს კონფლიქტის მოგვარების ჯანსაღი, სწორი, ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებაზე დაფუძნებული გზებიც, რაც პრობლემის მოგვარების სწორი მოდელის მაჩვენებელია ბავშვისთვის და არ იწვევს ბავშვის ემოციურ სირთულეებს.
- უსაფრთოხებისა და დაცულობის განცდის რღვევა. ჩხუბი ძირს უთხრის ბავშვების უსაფრთხოების გრძნობას ოჯახის სტაბილურობის შესახებ. კონფლიქტი არაპროგნოზირებადი და კატასტროფის მოლოდინის შემქნელი შეიძლება იყოს ბავშვისთვის. შესაბამისად, არსებობს შფოთვისა და დეპრესიის პროვოცირების დიდი რისკი.
- მშობლისა და შვილის ურთიერთობის გაუარესება. მშობლებს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს მშობლისა და შვილის ურთიერთობაზეც. ხშირი და ინტენსიური კონფლიქტური სიტუაციები მშობლებისთვისაც სტრესულია. სტრესი კი იწვევს სერიოზულ ემოციურ სირთულეებს ადამიანში. ამის გამო მშობელი საკმარის დროს ვერ ატარებს ბავშვთან, ორიენტირებულია საკუთარ პრობლემებზე და უჭირს საჭირო დროის კომუნიკაციის დამყარება შვილთან.
- ბავშვის თვიშეფასება და მომავალში მენტალური ჯანმრთელობის სირთულეები. ნეგატიურად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე და იზრდება ფსიქოლოგიური პრობლემების მიმართ მოწყვლადობა. ამის მიზეზი ის არის, რომ ქრონიკული სტრესის გამო მშობლებს შეიძლება გაუჭირდეთ შვილის მიმართ სითბოს და უპირობო სიყვარულის გამოვლენა, მათი შექება და წახალისება. აღზრდის ამგვარი სტილი კი საკუთარი თავის შესახებ ნეგატიური შეხედულებების ჩამოყალიბებას განაპირობებს ბავშვშში და შესაძლოა, ემოციური სირთულეების საფუძველს ქმნიდეს სამომავლოდ.
ამრიგად, მნიშვნელოვანია მშობლება და ოჯახის სხვა უფროსმა წევრებმა გამოიმუშავონ კონფლიქტის სწორად, პოზიტიურად მოგვარების საჭირო უნარები.
ხშირ შემთხვევაში რეკომენდებულია ფსიქოლოგიური კონსულტაციის გავლა და სპეციალისტის მხარდაჭერის მიღება.
Tell us what you think