ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

happy-kids-elementary-school

ტოლერანტობა ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ქართულად შემწყნარებლობას ნიშნავს. მეცნიერები ამ ტერმინით აღნიშნავენ ადამიანის მზადყოფნას პატივი სცეს გარშემომყოფთა არჩევანს, მათ მსოფლმხედველობას, ცხოვრების წეს-ჩვეულებებს, სქესს, ასაკს, შეზღუდულ შესაძლებლობებს, მაშინაც კი, თუ ისინი მისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. 
მშობლებსა და ბავშვის აღზრდაში ჩართულ სხვა პირებს, სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით შეუძლიათ წაახალისონ ბავშვებში ტოლერანტობის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განვითარება: 

  • მიეცით მაგალითი: თავად გამოხატეთ მიმღებლობა განსხვავებული ადამიანების მიმართ. თუკი ბავშვები დაინახავენ, რომ იმ ადამიანებსაც კი პატივისცემით ექცევით, რომელთა აზრებსა ან შეხედულებებს არ იზიარებთ, ეს მათთვის საუკეთესო მაგალითი იქნება.
  • განიხილეთ და იმსჯელეთ განსხვავებულობის სხვადასხვა გამოვლინებასთან დაკავშირებით: ტოლერანტობა არ გულისხმობს ინდივიდუალურ განსხვავებებზე თვალის დახუჭვას, მათი არსებობის არ აღიარებას. პირიქით. მიეცით ბავშვებს საშუალება დასვან კითხვები ადამიანების კანის ფერთან, ეთნიკურ წარმომავლობასთან, სქესობრივ ორიენტრაციასთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ გაუსვით ხაზი იმას, რომ მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებებისა, ჩვენ ყველანი ერთი საზოგადოების ნაწილი ვართ და თანაბარ პატივისცემას და მოპყრობას ვიმსახურებთ.   
  • გაამრავალფეროვნეთ ბავშვის ცხოვრებისეული გამოცდილება: რაც უფრო მეტად აქვთ ბავშვებს მათგან განსხვავებულ ადამიანებთან ინტერაქციის შესაძლებლობა, მით მეტად შეძლებენ იმის დანახვას, რომ განსხვავებების მიუხედავად, ადამიანებს შეგვიძლია თანამშრომლობა და ერთად სახალისო აქტივობებში ჩართვაც. მიეცით მათ საშუალება გაიცნონ  შეზღუდული შესაძლებლობების ან უბრალოდ განსხვავებული ეთნიკური ან რელიგიური მიკუთვნებულობის მქონე თანატოლები. 
  • გაეცანით ტოლერანტობისადმი მიძღვნილ წიგნებს, ფილმებსა და მულტფილმებს: შემდეგ ერთად იმსჯელეთ პერსონაჟების განსხვავებულობის შესახებ. 
  • Ხაზი გაუსვით საკუთარი მახასიათებლებისადმი მიმღებლობის აუცილებლობას: მიჩნეულია, რომ თუკი ბავშვებს აქვთ მიმღებლობა საკუთარი თავის მიმართ, მათ დადებითი თვითშეფასება უყალიბდებათ და ნაკლებად აღიქვამენ განსხვავებულ ადამიანებს საფრთხედ და მეტ პატივსცემას ავლენენ გარშემომფოთა მიმართ
Spread the love

Tell us what you think