სკოლაში დაბრუნება საახალწლო არდადეგების შემდეგ
საახალწლო არდადეგების პერიოდში, ბავშვების უმეტესობის დღის რეჟიმი მნიშვნელოვნად იცვლება. ისინი უფრო გვიან წვებიან დასაძინებლად, მეტ დროს უთმობენ თამაშსა და სხვა სახალისო აქტივობებს, შეიძლება შეიცვალოს კვების ჩვეული დროც.
ასეთი ცვლილებების გამო, სკოლასა და ზოგადად, ჩვეულ რუტინასთან დაბრუნება გარკვეულ სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები სკოლაში ტრანზიციის პროცესის გამარტივებაში დაგეხმარებათ:
-
- ესაუბრეთ ბავშვს სკოლაში დაბრუნების შესახებ: ნუ დაელოდებით არდადეგების დასრულების ბოლო დღეს. რამდენიმე ხნით ადრე შეამზადეთ ბავშვი. ხაზი გაუსვით სკოლის დადებით ასპექტებს, მაგალითად თანატოლების ნახვის შესაძლებლობა.
-
- აჩუქეთ ბავშვს სასკოლო ნივთები: შეგიძლიათ საახალწლო საჩუქრებში სასკოლო ნივთებიც გაურიოთ. ბავშვებს ხშირად ერთი სულით აქვთ ახალი ნივთები თანაკლასელებს დაათვალიერებინონ და ამან შეიძლება გააადვილოს სკოლაში დაბრუნების პროცესი.
-
- აღადგინეთ რუტინა რამდენიმე დღით ადრე: სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სცადეთ სკოლის პერიოდში არსებული რუტინის მაქსიმალურად აღდგენა, მაგალითად გააღვიძეთ და ასაუზმეთ ბავშვი სკოლის პერიოდისთვის ჩვეულ დროს.
-
- გამოიყენეთ თვალსაჩინო მასალა დროის აღქმის გასაადვილებლად: შექმენით ე.წ. ვიზუალური კალენდარი, რომლის საშუალებითაც ბავშვი შეძლებს განსაზღვროს რამდენი დღეა დარჩენილი სკოლის დაწყებამდე.
-
- შეაჯამეთ არდადეგების პერიოდი: პოზიტიურ ზოგიერთ ბავშვს გული სწყდება სადღესასწაულო დღეების დასრულების გამო, აუხსენით რომ არდადეგები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, თუმცა შესთავაზეთ დახატონ სადღესასწაულო პერიოდში მომხდარი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა ან საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ახლობლებისგან მიიღეს.
Spread the love
Tell us what you think