ხმამაღლა კითხვის უპირატესობები
კითხვას რომ უამრავი დადებითი მხარე აქვს, ეს საყოველთაოდ აღიარებულია, თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჯობია კითხვა- ხმამაღლა თუ ხმადაბლა?
მართალია ხმადაბლა კითხვა როგორც წესი უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს, შედარებით სწრაფია და გვაძლევს კითხვის საშუელებას ყველგან, თუნდაც ხალხმრავალ ადგილას, მაგრამ ხმამაღლა კითხვასაც აქვს თავის უპირატესობები, კერძოდ:
-
- აადვილებს დამახსოვრებას: ემპირიული კვლევების თანახმად, ხმამაღლა კითხვა, ხმადაბლა კითხვაზე მეტად უწყობს ხელს სიტყვებისა და ტექსტების დამახსოვრებას. შესაბამისად მას მეხსიერების გაუმჯობესების ეფექტი გააჩნია და ეს ეფექტი ვლინდება როგორც ბავშვების, ისე ხანშიშესული ადამიანების შემთხვევაშიც.
- აიოლებს ტექსტზე ფოკუსირებას: ხმადაბლა კითხვას უფრო ხშირად ახლავს თან ყურადღების გაფანტვა, ხმამაღლა კითხვა კი გვეხმარება იმაში, რომ მთელი ძალისხმევა წიგნისა თუ ჟურნალისკენ მივმართოთ.
- გვეხმარება პუნქტუაციის უკეთ გაგებაში: ხმადაბლა კითხვისას გონებაში ხშირად ვტოვებთ მძიმესა თუ სხვა სასვენ ნიშნებს, თუმცა ხმამაღლა კითხვა გვაიძულობს რომ მათზე ყურადღება გავამახვილოთ.
- გვეხმარება სიტყვების სწორად წარმოთქმაში: ეს კი განსაკუთრებით იმ ენებისთვისაა რელევანტური, რომლებსაც ქართული ენისგან განსხვავებით, სიტყვები სხვანაირად წარმოითქმის.
- გაძლევთ საშუალებას დაეხმაროთ ბავშვს: ზოგჯერ ბავშვები ხმადაბლა კითხვისას უბრალოდ ტოვებენ მათთვის გაუგებარ სიტყვებსა თუ აბზაცებს , ხმამაღლა კითხვის შემთხვევაში კი უფრო მეტად ითხოვენ დახმარებას ან განმარტებას გარშემომყოფებისგან.
- აიოლებს იმის შემოწმებას, ნამდვილად კითხულობს თუ არა ბავშვი.
- აუმჯობესებს პიროვნებათშორის ურთიერთობებს: ხმამაღლა კითხვის გამოყენება სოციალური მიზნითაც შეიძლება. იგი როგორც წესი ერთ-ერთი სახალისო აქტივობაა, რომელიც სხვა ადამიანის გარემოცვაში შეიძლება შესრულდეს; ასეთი ერთობლივი აქტივობა, ხშირად ხელს უწყობს ემოციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარებას, კომუნიკაციური უნარების განვითარებას და აუმჯობესებს ურთიერთობების ხარისხს, მათ შორის მშობლებსა და შვილებს შორის.
Spread the love
Tell us what you think