შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე
1988 წლიდან დღემდე, ყოველ პირველ დეკემბერს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) მთელ მსოფლიოში დაახლოებით 1.6 მილიონი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ შიდსის შესახებ საუბარი ბევრი მოზრდილისთვის რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ არასრულწლოვნების სწორად ინფორმირება მათ უსაფრთხოების გარანტია. ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ასევე მნიშვნელოვანია მათი მეტი ტოლერანტობის ჩამოყალიბების მიზნით.
- პირველ რიგში, დააზუსტეთ რა ინფორმაციას ფლობს ბავშვი და რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს. მსოფლიო სტატისტიკით, დაახლოებით 8 წლის ასაკის ბავშვების უმეტესობას სმენია შიდსის შესახებ, მათ შორის გავრცელებული მითები.
- მიაწოდეთ ბავშვს ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე. მაგალითად აუხსენით, რომ არსებობს განსხვავება შიდსა და აივ-ს შორის. არ არის აუცილებელი ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, შეგიძლიათ ამ თემას მოგვიანებითაც დაუბრუნდეთ.
- ესაუბრეთ ბავშვს გავრცელებულ სტერეოტიპებზე და აუხსენით, რომ აივ-ით ინფიცირება არ ხდება ინფიცირებულ ადამიანთან მეგობრობით, ცეკვით, ჩახუტებით, საკვების ან სასმელის გაზიარებით, კოცნით (იმ შემთხვევაში, თუკი არც ერთ მათგანს არ აქვს პირის ღრუს ან ღრძილების დაზიანება), საერთო აბაზანის მოხმარება.
- გააცანით ინფიცირების მაღალი რისკის მქონე აქტივობების ჩამონათვალი (დაუცველი სქესობრივი კავშირები, საერთო ნემსის გამოყენება, სისხლის სისხლთან კონტაქტი და სხვა) და მათი თავიდან არიდების გზები.
Spread the love
Tell us what you think