სასარგებლო ინფორმაცია ეპილეფსიის შესახებ
„მშობლის სკივრის“ პლატფორმაზე, სადაც ყოველკვირეულად შეგიძლიათ მოისმინოთ სხვადასხვა პირდაპირი ჩართვა მშობლებისთვის აქტუალურ თემებზე ერთ-ერთი სტუმარი გახლდათ სოფიო კასრაძე — ნევროლოგი-ეპილეფტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) ქართული განყოფილების პრეზიდენტი, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან, გადაცემის სრული ჩანაწერის სანახავად კი ეწვიეთ სტატიის ბოლოს მითითებულ ბმულს.
- რა არის ეპილეფსია? ეპილეფსია გახლავთ თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელიც შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დაავადებასთან ასოცირებული. თუმცა, ყველაზე ხშირად ეს დაავადება გვხვდება ბავშვობის ასაკში და ხანდაზმულებში, ვინაიდან ბავშვების და ხანდაზმულების თავის ტვინის დამცავი მექანიზმები იმდენად აქტიურად ვერ ურთიერთქმედებენ, რომ ეს ეპილეფსიური ნეირონული აგზნებადობა შეეკავონ და ამიტომ, ყველაზე ხშირად სწორედ ამ ასაკში ხდება ხოლმე ეპილეფსიური გულყრის გამოვლენა.
- Რა არის ეპილეფსიის გარეგნული ნიშანი? ეპილეფსიის ერთადერთი კლინიკური, ანუ გარეგნული ნიშანი, გახლავთ ეპილეფსიური გულყრა. ვამბობთ „გარეგნული ნიშანი“ მაგრამ, ეს შეიძლება იმდენად შეფარული იყოს, რომ ძალიან ძნელად შესამჩნევი იყოს, როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვის ირგვლივ მყოფისთვის, განსაკუთრებით მასწავლებლებისთვის. ამიტომ, ნებისმიერი უცნაური ქცევა, რასაც ჩვენ სამედიცინო ენაზე ვეძახით პაროქსიზმს, ანუ ხანმოკლე, ბავშვის ემოციური ცვლილება, ქცევის ცვლილება, ცნობიერების ცვლილება, მეტყველების ცვლილება, გამოთქმის ცვლილება - ყველა ეს ცვლილება შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრის გამომხატველი.
- როგორ უნდა მიიტანოს ეჭვი მშობელმა ან მასწავლებელმა იმაზე, რომ ესა თუ ის გამოვლინება შეიძლება შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრა?
- ეპილეფსიური გულყრა მრავალნაირია. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, ეპილეფსიური გულყრების თავისუბრება ის არის, რომ ვითარდება ხოლმე დღის პირველ ნახევარში, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი არის საბავშვო ბაღში, აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ ან სკოლაში, დაწყებით კლასში, რადგან, ყველაზე ხშირად დღის პირველ ნახევარში არის ხოლმე სასკოლო პროცესი. შეიძლება ასეთი შეტევების მქონე ბავშვს ჰქონდეს უცნაურად წამოხტომა, მაგალითად გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში, უცნაური ქცევა, აგრესიული ქცევა, ან როდესაც მასწავლებელი ელაპარაკება, ესაუბრება, მაგრამ რაღაც მომენტში ბავშვი დაბნეულია, ვერ მეტყველებს, ვერ პასუხობს ადევკატურად, შეიძლება ჰქონდეს ქუთუთოების უნებლიე ხამხამი, უეცრად გულის წასვლის ეპიზოდი, წერის, კალიგრაფიის შეცვლა,- ეს ნიშნები მასწავლებლებისთვის არის ყურადღაბა მისაქცევი რადგან ეს შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრის გარეგნული გამომხატველი ნიშანი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მასწავლებელი ამის დიაგნოსტიკას ვერ მოახდენს, მაგრამ აუცილებლად უნდა აცნობოს მშობელს, ბავშვს მე ასეთი ნიშნები შევამჩნიე და მიაკითხეთ ნევროლოგს. ნევროლოგი გააკეთებს დიფერენცირებას, ეს შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრა, თუ არ შეიძლება იყოს. თუ ეჭვს მიიტანს რომ ეს შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრა, აუცილებლად უნდა მიმართოს ეს ბავშვი სპეციალიზირებულ კვლევები.
- მშობელს მაგალითად, ძალიან ხშირად შეიძლება ჰქონდეს ესეთი შემთხვევა, რომ ბავშვს ესაუბრება, მაგრამ ბავშვი პასუხს არ სცემს. ბრაზდება მშობელი, “რამდენჯერ გითხარი მე შენ და პასუხი არ გამეცი!” აუცილებელია რომ ამასაც დააკვირდეს მშობელი, ბავშვს შეიძლება ასეთი გამოთიშვის ეპიზოდი ჰქონდეს დღეში ასი და მეტი. არის შემთხვევები, როდესაც ეპილეფსიური სტატუსი მიმდინარეობს, ეს გახლავთ გამუდმებული ეპილეფსიური გულყრა, გახანგრძლივებული ეპილეფსიური გულყრა, რომელიც საკმაოდ საშიშია სიცოცხლისთვის, ეს ერთი, მეორე საშიშია იმ გვერდითი ეფექტებისთვის, როგორიც არის მაგალითად ბავშვის ნეიროგანვითარების შეფერხება, ამასაც აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა- ხომ არ აქვს ბავშვს ხშირი, ერთი და იგივე, ერთნაირი ტიპის გამოთიშვის ეპიზოდები და აუცილებლად უნდა მიიყვანოს ექიმთან, იცით რატომ? ესეთი ეპიზოდები შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ისე, რომ ჩვენთვის ნაცნობი, გენერალიზირებული ტონურ-კლონური კრუნჩხვითი გულყრა არ განვითარდეს, და განვითარდეს მხოლოდ წლების მერე, როდესაც უკვე ცოტა დაგვიანებულია ეფექტური მკურნალობის მიღწევა. ამისათვის საჭიროა, რომ მშობლებიც და მასწავლებლებიც იყვნენ გათვიცნობიერებულები ამ საკითხებში.
- რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენს თვალწინ ადამიანს განუვითარდა გულყრა? ეპილეფსია ძალიან მასტიგმატიზებული მდგომარეობაა, იმიტომ რომ საშინელი შესახედია გენერალიზირებული კრუნჩხივითი გულყრა. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ აუცილებლად როდესაც ადამიანს აქვს კრუნჩხვითი გულყრა, თავზე უნდა გადავაფაროთ შავი ნაჭერი. ეს ცრურწმენა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ ცუდი შესახედია, თითქოს ადამიანი კვდება. მაგრამ ეს არის დროებით, 5 წუთის შემდეგ, მას ისევ უბრუნდება ცნობიერება, შეიძლება ცოტა მოთენთილი იყოს, დაიძინოს, მაგრამ ჩვეული აქტივობით აგრძელებს ქმედებეროდესაც თქვენი თანდასწრებით ხდება გენერალიზირებული კრუჩხვითი გულყრა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შავი ნაჭრის გადაფარება. უნდა დავაწვინოთ ადამიანი, სადაც არის, ქუჩაშია, დავაწვინოთ მიწაზე, თავქვეშ ამოვუდოთ რაიმე რბილი საგანი, თუნდაც გავიხადოთ კოსტიუმი, რომელიც გვაცვია, დავაწვინოთ გვერდზე და თუ ნერწყვდენა აქვს, ქაფი არის ხოლმე ამ დროს ხშირად, იმიტომ რომ ფილტვების ვენტილაცია შეზღუდულია, ამიტომ ნერწყვდენა გააქტიურებულია, გვერდზე უნდა დავადებინოთ თავი,რომ არ გადასცდეს ადამიანს, არავითარ შემთხვევაში არ გაუღოთ პირი ძალით. ენას არ გადაყლაპავს ადამიანი, არავითარ შემთხვევაში. არის ისეთი შემთხვევები, თუ ჭამის დროს განუვითარდა ეპილეფსიური გულყრა, უნდა ვეცადოთ რომ ლუკმა გამოვუღოთ, რომ არ გადასცდეს, თორემ ენას ნამდვილად არ გადაყლაპავს, ენას ისეთი რეგულაციები აქვს, რომ ის არ გადაიყლაპება. შემდგომ, აუცილებლად მოვწმინდოთ ნერწყვი და დავაკვირდეთ თითოეულ დეტალს, რას აკეთებს პაციენტი ამ დროს. შავი ნაჭრის გადაფარება არ შეიძლება, რადგან ისედაც სუნთქვა შეზღუდული აქვს ამ დროს ადამიანს და კიდევ ჩვენ ვუზღუდავთ სუნთქვას და ვახანგრძლივებთ გულყრის მიმდინარეობას ჩვენი ასეთი ქმედებით. ეს არ შეიძლება.
- სასურველია თუ არა ეპილეფსიური გულყრის მქონე პირის გაკავება? გაკავება არაფრით არ შეიძლება, ერთადერთი, რომ მას საფრთხე არ შეექმნას, ისეთ დამაზიანებელ ადგილას არ იყოს, ჩვენ პირიქით, ყველაფერი უნდა დავინახოთ პაციენტის ყველა ქმედება და დავიმახსოვროთ, იმიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, დამხმარე საშუალება ექიმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროს რა ტიპის ეპილეფსიური გულყრა უვითარდება ადამიანს,რა ტიპის მკურნალობა უნდა შეირჩეს, რომელი ტიპის გულყრისთვის კონკრეტულად რა ანტიეპილეფსიური პრეპარატი უნდა დაინიშნოს, რა სქემით და რა რეჟიმით, ამაში ძალიან გვეხმარება ხოლმე თვითონ გულყრის ფორმულა. ყველაზე კარგი იცით რა არის? თუ თქვენ გადაიღებთ მობილურით გულყრის მიმდინარეობა, რადგან ზოგჯერ სუბიექტურია ხოლმე აღქმა, ხოლმე განსაკუთრებით არაპროფესიონალებში. ეს რეკომენდაცია მასწავლებელსაც ეხებათ, რადგან ძალიან ხშირად ბაშვებს უვითარდებათ სკოლაში ესეთი გულყრები.
- Რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა? მინდა ესეთი რჩევები მივცე მასწავლებლებს, რომ არავითარ შემთხვევაში პანიკა არ უნდა დათესონ ბავშვებში. აუცილებლად უნდა აუხსნან თვითონ დაზიანებულ ადამიანს, ვისაც აქვს ეპილეფსიური გულყრა, ძალიან მშვიდ გარემოში უნდა აუხსნან თუ რა დაემართა მას, მან უნდა იცოდეს ამის შესახებ; რა თქმა უნდა მშობელსაც უნდა აცნობონ, რომ დროულად მოხდეს ამ ბავშვის დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობის შერჩევა.
- ეპილეფსიური და არაეპილეფსიური გულყრები: ზოგჯერ გულყრა ძალიან ჰგავს ეპილეფსიურს, მაგრამ ის სულაც არ არის ეპილეფსიური და არის სხვა პათოლოგია, რომელსაც ანტიეპილეფსიური მკურნალობა არ სჭირდება, სხვა მკურნალობა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში დიაგნოსტიკური შეცდომა, თუ ვიფიქრეთ რომ არის ეპილეფსია, ადამიანს იმდენად ეშინია ამ სიტყვის, ეპილეფსიის, რომ უკვე სტიგმატიზირებულია და ამიტომ, საგანმანათლებლო საუბარი უნდა ჩავუტაროთ თვითონ პაციენტს, დახმარებისთვის ნებისმიერ ეპილეპტოლოგიურ ცენტრს მიმართოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია პროფესიონალისგან და არა მეზობლისგან, ნაცნობისგან დ ა.შ.
- უნდა გამოვიძახოთ თუ არა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ეპილეფსიური გულყრის მქონე პირის დასახმარებლად? აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, იმიტომ რომ შეიძლება თვითონ გულყრა არ გაგრძელდეს დიდხანს, მაგრამ გულყრის შემდგომი პერიოდი იყოს უკვე სერიოზული, ან გულყრას მოჰყვეს მეორე და ჩვენ არ შეგვძელოს მხოლოდ ემოციური მხარდაჭერით დავეხმაროთ ადამიანს, ამიტომ აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების მანქანა. ნებისმიერ შემთხვევაში, მშობელი იქნება ეს თუ მასწავლებელი, ეს არის აუცილებელი პროცედურა, ჩვენ ვერ გადავწვიტავთ ადგილზე, თუ არ არის პროფესიონალი იმ მონენტში იქ, ჩვენ ვერ გადავწვიტავთ სწორ ქმედებას, უბრალოდ პირველადი დახმარების სწორი ქმედებები შეიძლება ჩავატაროთ, მაგრამ დანარჩენს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამიტომ ჯობია გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მათ მოახდინონ პროფესიული ჩარევა. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ გულყრები ხანგრძლივდება, პაციენტი თავსდება სტაციონარში და იქ უტარდება მკურნალობა გულყრების შესაწყვეტად. შეიძლება მას დასჭირდეს რეანიმაციული დახმარება, შესაძლებელია ჩველებრივი სტაციონარული დახმარება და შემდგომში უტარდება ეპილეფსიის დიაგნოსტირება, სპეციფიკური კვლევები.
- ეპილეფსიასთან დაკავშირებული სტიგმა: ეპილეფსია არ არის ისეთი დამღა, როგორიც ეს საზოგადოებაშია მიღებული. ეპილეფსია თუ დროულად და სწორად იქნა დიაგნოსტირებული, მისი ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია. განსაკუთრებით დღეისათვის, როდესაც ეპილეპტოლოგიის მიმართულება ძალიან მალე ვითარდება და ძალიან სწრაფად ხორციელდება ადეკვატური დიაგნოსტიკა, სწორი მკურნალობა, ანტიეპილეფსიური წამლებიც შეიძლება შეირჩეს აბსოლუტურად ადეკვატურად და ადამიანი იყოს თავისუფალი ეპილეფსიური გულყრებისგან, მაგრამ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად პროფესიონალი ეპოლეპტოლოგების ზედამხედველობის, მეთვალყურეობის და კვლევების შემდგომ.
- ადრეული დიაგნოსტირების მნიშვნელობა: როდესაც ბავშვობის ასაკში სწორად არის დასმული დიაგნოზი და ადეკვატურად არის შერჩეული მკურნალობა, ასეთ შემთვევაში, შემთხვევათა 50 პროცენტში, გულყრები სრულად კუპირებულია და ბავშვი აბსოლუტური გაჯანსაღების კანდიდატი ხდება. თუ არასწორი დიაგნოზი დავსვით, არაადეკვატურად შევარჩიეთ ანტიეპილეფსიური წამალი, მაშინ ბავშვს არ უწყდება ეპილეფსიური გულყრები და დაავადების მიმდინარეობა რთულდება, ასეთ შემთხვევაში გამოჯანსაღების შესაძლებლობა მცირდება, აი, ამდენად მნიშვნელივანია ბავშვობის ასაკში ეპილეფსიის სწორად დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა. ამიტომ ვურჩევდი მშობლებს, ნუ დაელოდებიან რამდენიმე შეტევას, ერთი შეტევა იყო და ეს არაფერი არ არის, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ერთი შეტევაა, გენერალიზირებული გულყრა, კრუჩხვითი გულყრა, მაგრამ ეპილეპტოლოგი, სპეციალისტი ეპილეფსიის მიმართულებით არ ნიშნავს ანტიეპილეფსიურს წამალს, თვითონვე არ ნიშნავს და თვითონვე არ ადგენს ეპილეფსიის დიაგნოზს, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს ყოფილიყო ფიზიოლოგიური, ზეზღურბლოვანი პასუხი რაღაც გამღიზიანებელზე, მაგალითად, ბავშვი მშიერი იყო, ჰქონდა ფაღარათი, ან მინერალური ცვლა დაერღვა, ან უძილობა ჰქობდა, ასეთ შემთხვევაში თავის ტვინი მზად არის, რომ ზეზღურბლოვანი პასუხი გასცეს რაღაც გამღიზიანებელზე, სტრესზე, შიმშილზე და ა.შ. შეიძლება იყოს ინტოქსიკაციის, ინფექციების ფონზე, ნევროლოგიური სხვადასხვა პათოლოგიების ფონზე, რომელიც ძალიან ხშირად არის ეპილეფსიური გულყრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ჩვენ თუ გულყრას ვუმკურნალეთ და ძირითად მიზეზს არ ვუმკურნალეთ, მაშინ ასეთ შემთხვევაში გულყრების შეწყვეტის შესაძლებლობა არის მცირე, რადგან ის ძირითადი მიზეზი მიმდიანარეობს და პროგრესირებს და ჩვენ ანტიეპილეფსიურ წამალს ვაძლევთ მაშინ, როდესაც მაპროვოცირებელი ფაქტორი არა გვაქვს ნამკურნალები.ამიტომ ეპილეფსიის დიაგნოსტირებასას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეპილეფსიური გულყრების გამომწვევი ფაქტორის დადგენას და კონკრეტულად იმის მკურნალობას.
- ფარმაკორიზისტენტული შემთხვევები: რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში, ჩვენ არა გვაქვს ხოლმე ეფექტური შედეგები, დაახლოებით 30 პროცენტში გვაქვს ე.წ. ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიის შემთხვევები, როდესაც ძალიან ძნელად ექვემდებარება, ძალიან ძნელია მართვა შესაბამისი და ადეკვატური და სწორი ანტიეპილეფსიური პრეპარატებით, თუმცა, ასეთი შემთხვევები უფრო ხშირად არის კომორბიდულ მდგომარეობაში რაღაც, ძირითადად გენეტიკურ დაავადებებთან, ან ნეოროგანვითარებით პრობლემებთან, აუტიზმთან საკმაოდ ხშირად არის ასოცირებული, აუტიზმის მქონე ბავშვების დაახლოებით 40 პროცენტს აქვთ ზუსტად ისეთივე ისეთივე ელექტროენცეფალოგრაფიური ცვლილებები, როგორიც მაგალითად, ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანს, თუმცა შეიძლება მას არ ჰქონდეს კლინიკური ეპილეფსიური გულყრა, მაგრამ ელექტროენცეფალოგრაფიულად უვლინდებოდეთ ეპილეფსიური სტატუსი. ბევრნაირი კომბინაციაა. ზოგადად ეპილეფსიაა არის ისეთი დაავადება, რომელიც თავის ტვინში მიმდინარე ნებისმიერ დაზიანებას და დაავადებას შეიძლება თან ახლდეს, ამიტომ ზუსტად ის მიზეზი აუცილებელია რომ მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ იქნას განხილული.
- გადაცემის ჩანაწერის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://www.facebook.com/mshoblisskivri/videos/3169379129821278/
და გაიგეთ მეტი შემდეგი საკითხების შემდეგ:
- ეპილეფსია და ბავშვის შემეცნებითი განვითარება
- კორანვირუსი ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებში
- მკურნალობის თვითნებურად შეწყეტასთან დაკავშირებული რისკები
- პასუხები მსმენელთა კითხვებზე
Spread the love
Tell us what you think