რატომ ხდება ბავშვებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება?
იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის და გარემოში არსებული ბარიერების გამო, ფერხდება ბავშვის სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობა და მას ექმნება სირთულეები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვს შესაძლებელია მიენიჭოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
რატომ შეიძლება სჭირდებოდეს ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიღება?
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭებით სახელმწიფოს მხრიდან ხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება ხელისუფლებისგან.
შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადასტურების შემდეგ, ბავშვი ხდება სახელმწიფოსგან იმ დამატებითი მხარდაჭერის მიმღები, რომლის საფუძველზეც უნდა შემცირდეს ის სირთულეები, რომელსაც განიცდის ბავშვი ყოველდღიურ ცხოვრებაში და გაიზარდოს მისი ჩართულობა.
დღეისათვის, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, სახელმწიფო შემდეგი ტიპის მხარდაჭერას სთავაზობს: სოციალურ პაკეტს / პენსიას; ჯანდაცვის და სოციალური მომსახურებებს.
- სოციალური პაკეტი/პენსია - არის თანხა რომელსაც სახელმწიფო უხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს იმისთვის, რომ მოხდეს იმ დამატებითი ხარჯის დაფარვა, რომელიც ოჯახს ექმნება ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის გამო.
- ჯანდაცვის მომსახურება - მოიცავს ისეთ მომსახურებებს როგორიცაა ექიმთან ვიზიტი, სხვადასხვა სახის გამოკვლევა, მედიკამენტები, რომელთა მიღებაც უფასოდ ან შეღავათიანი ფასით ხდება.
- სოციალური მომსახურება - გულისხმობს ისეთი მომსახურებებს, როგორიც არის ფიზიკური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და ასევე სხვადასხვა სახის დამხმარე საშუალებების, მაგალითად სავარძელ-ეტლის, სასმენი აპარატის და სხვა, უზრუნველყოფა.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არის შესაძლებლობა ბავშვმა სახელმწიფოსგან მიიღოს საჭირო მხარდაჭერა, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს ბავშვის ჩართულობა და მონაწილოება ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებში.
Tell us what you think