მხედველობის სირთულეები და დახმარების სტრატეგიები

eye problem

მხედველობის სხვადასხვა პრობლემებმა  შესაძლებელია გამოიწვიოს სირთულეები ყოველდღიური აქტივობების განხორციელებისას. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, მხედველობის სირთულეების მქონე პირის ყოველდღიური დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად.
გარემოს მოდიფიკაცია: სახლის გარემოში ფუნქციონირების გამარტივება  და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

  • დაცემის რისკის შესამცირებლად, თავიდან აირიდეთ არეულობა და მიმოფანტული ნივთები გარემოში, არ გამოიყენოთ ხალიჩა ან იატაკის სხვადასხვა დასაფენი საშუალებები.
  • ავეჯი და ტექნიკა განათავსეთ ორგანიზებულად, ისე რომ მაქსიმალურად მარტივი იყოს გადაადგილება.
  • თითოეულ ოთახში, ხშირად გამოყენებადი ნივთები ყოველთვის მოათავსეთ ერთიდაიგივე ადგილას და განალაგეთ ისე, რომ იყოს მარტივად მისადგომი და  ხელმისაწვდომი.

გამოიყენეთ კონტრასტული ფერები: კონტრასტული ფერების გამოყენებით სხვადასხვა ობიექტები/ნივთები ხდება ბევრად უფრო თვალსაჩინო.

  • სკამზე ან თუნდაც სავარძლის უკანა მხარეს, მოათავსეთ კონტრასტული, ნათელი ფერის პლედი ან რაიმე ქსოვილი.
  • თეთრი ან ნათელი ობიექტების/ნივთების (მაგალითად შუქის ჩამრთველი) გარშემო გამოიყენეთ კონტრასტული მუქი, შემოსაზღვრული ფონი. ეს ხელს შეუწყობს მათ გამორჩევას კედლის საერთო ფონიდან.
  • კონტრასტი - ბალიშები ან მაგალითად გადასაფარებელი, უმჯობესია იყოს ავეჯისგან მკვეთრად განსხვავებული ფერის.
  • ავეჯის ფერი სასურველია განსხვავდებოდეს იატაკისა და კედლების ფერისგან.

განათება: განათება უნდა იყოს საკმარისად მკაფიო, ისე რომ მარტივი იყოს მასალების დანახვა და სხვადასხვა საჭირო ვიზუალური დავალებების განხორციელება. 

  • მნიშვნელოვანია ოთახში მთლიანი სივრცის თანაბრად განათება, ისე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს სხვადასხვა ჩრდილი გარემოში.
  • სამაგიდო აქტივობის განხორციელებისას, გამოიყენეთ რეგულირებადი სანათი/ნათურა, რომელიც უმჯობესია მოთავსებული იყოს თქვენს გვერდით და არა წინ, ასე შეამცირებთ არეკვლას და ზედმეტად კაშკაშა ნათებას.
  • დასხედით ზურგით ფანჯრისკენ, ეს შეამცირებს ანარეკლსა და კაშკაშა ნათებას
  • ღამით გამოიყენეთ საღამოს განათება, სანათი ან ოთახის სპეციალური განათება.
  • თავიდან აირიდეთ ბნელი გარემოდან განათებულში, ან პირიქით, მკვეთრი/სწრაფი გადასვლა. მიეცით თვალს საკმარისი დრო სინათლის დონის ცვლილების შესაგუებლად.

მიმანიშნებლების გამოყენება: გარკვეული მიმანიშნებლების (სტიკერები, იარლიყები) გამოყენება ამარტივებს სხვადასხვა ნივთების ამოცნობას. გამოიყენეთ მკვეთრი კონტურები და/ან განსხვავებული ტექსტურის მიმანიშნებლები.
მაგალითად: გამოიყენეთ მიმანიშნებლები სამზარეულოში, მონიშნეთ ღუმელის, კონდიციონერის, მიკროტალღურის ყველაზე ხშირად გამოყენებადი პოზიციები. სხვადასხვა ჭურჭელზე ან თუნდაც სამზარეულოს აქსესუარებზე განათავსეთ კონტრასტული ფერის ან ფაქტურის იარლიყები ან სტიკერები.
  მაქსიმალურად გაითვალისწინეთ ინდივიდუალური საჭიროებები. პიროვნება თავად ჩართეთ მიმანიშნებლების შერჩევის პროცესში, ეს კიდევ უფრო მარტივს და ეფექტურს გახდის დამახსოვრების პროცესს.

 

Spread the love

Tell us what you think