მასწავლებელი როგორც როლური მოდელი
სკოლაში მასწავლებლის უმთავრესი ამოცანა არა მხოლოდ მოსწავლეთა მრავალფეროვან ჯგუფთან სასწავლო პროცესის წარმართვაა, არამედ საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეთა შორის ეფექტური ინტერაქციის კულტურის დამკვიდრებაა. სასწავლო პროცესში მაწავლებელმა მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა უნდა გადასცეს, არამედ ისეთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებების ფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი, როგორიცაა საკუთარი და განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან/ჯგუფებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი.
სხვადასხვა სასწავლო აქტივობებთან ერთად, ამ ღირებულების დამკვიდრებას მასწავლებელი ყველაზე ეფექტურად მოდელირების გზით შეძლებს. ის თავად უნდა იყოს როლური მოდელი თავისი მოსწავლეებისთვის და ამ გზით აჩვენოს მათ სასურველი ქცევის პატერნები.
მასწავლებელს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ქცევათა უმრავლესობის დასწავლა მოდელზე დაკვირვების შედეგად ხდება. ის კი უწყვეტად იმყოფება მოსწავლეთა ყურადღების ქვეშ. თუ მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას უპირატესად ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა უმრავლესობაზე და ნაკლებად მოახდენს ფოკუსირებას ზოგიერთ მათგანზე, მაგ. საგაკვეთილო პროცესში არათანაბრად ჩართავს ლინგვისტური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს, გაიზრდება ალბათობა იმისა, რომ მოსწავლეებიც გაიმეორებენ ამგვარ ქცევას.
შესაბამისად, თუკი მას სურს რომ მოსწავლეებს გაუჩნდეთ მიმღებლობა განსხვავებული კულტურის წარმომადგენლების ან ამა თუ იმ ნიშნით განსხვავებულ პირთა მიმართა, პირველ რიგში ის თავად უნდა აჩვენებდეს მათ ამის მაგალითს - თავის მოსწავლეებთან ინტერაქციის პროცესში. მასწავლებელს მართებს ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის გაცნობიერება და საუკეთესო როლური მოდელის ჩვენება.
Tell us what you think