როგორ შევუწყოთ ხელი დედმამიშვილებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას?

high-angle-siblings-playing-with-toys

დედმამიშვილები, მიუხედავად იმისა, რომ საერთო მშობლები და ოჯახური გარემო აქვთ ხშირად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ტემპერამენტით, ინტერესებით და მათ შორის კონფლიქტებიც არც თუ იშვიათ ხასიათს ატარებს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც მშობელს დაეხმარება ხელი შეუწყოს შვილებს შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში: 

  • მოერიდეთ ბავშვების შედარებას ერთმანეთთან: ნუ გამოიყენებთ ისეთ ფრაზებს, რომლებიც ერთი ბავშვის უპირატესობას და მეორის ნაკლოვანებას უსვამს ხაზს.  მაგალითად: „შენი და სულ მიჯერებდა!“, „შენი ძმა ასე დაუფიქრებლად არასოდეს იქცეოდა.“ ასეთი ფრაზები ბავშვებს შორის არასაჯანსაღი კონკურენციის გაღვივებას იწვევს და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზეც უარყოფითად აისახება. 
  • მიეცით საერთო დავალება: გუნდურობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება დედმამიშვილებს შორის, იმავე მიდგომით შეიძლება, რომელსაც სამსახურში, თანამშრომლებთან მიმართებაში იყენებენ- ანუ მათთვის ისეთი დავალებების მიცემით, რომლებიც მოითხოვს ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას. შეარჩიეთ ბავშვების ასაკისა და განვითარების დონის შესაფერისი დავალება და სთხოვეთ ერთად შეასრულონ იგი, მაგალითად: სახლის მორთვა რომელიმე დღესასწაულის შესაბამისი თემატიკით, დეკორაციების შექმნა, რაიმე მარტივი კერძის მომზადება, მაგიდის ალაგება და ა.შ. 
  • ნუ დაიკავებთ რომელიმე ბავშვის მხარეს: იმის ნაცვლად, რომ ღიად დაიკავოთ რომელიმე ბავშვის მხარე კონფლიქტური სიტუაციისას, სცადეთ აქცენტი გააკეთოთ კონფლიქტის გადაჭრის უნარების სწავლებაზე, ასეთია მაგალითად მოსმენა, საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების ისე გამოხატვა, რომ ამით ზიანი არ მიადგეს სხვა ადამიანს და პრობლემის გადაჭრის ისეთი გზის მოძიება, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. 
  • დაგეგმეთ და წაახალისეთ ერთობლივი აქტივობები: მაშინაც კი, თუ ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, შესაძლებელია დღის განმავლობაში ერთი რომელიმე აქტივობის დაგეგმა, რომელიც მისაღები იქნება ორივე მათგანისთვის. ეს შეიძლება იყოს სამზარეულოში კერძის მომზადება, თუკი ერთ ბავშვს ხატვა უყვარს, მეორეს კი ფეხბურთი- საერთო აქტივობა შეიძლება იყოს ფეხბურთის თემაზე შესრულებული ნახატები. არ დაგავიწყდეთ ბავშვების შექება ერთობლივი თამაშისთვის. 
Spread the love

Tell us what you think