როგორ  დავეხმაროთ ბავშვს საშინაო საქმეებში მონაწილრობაში

21193

ბავშვის ჩართვა საშინაო საქმეებში მისი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ასაკის შესაბამისი დავალებების მიცემა, ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების ჩამოყალობებას და დამოუკიდებლობის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს სახალისო და პოზიტიური, რათა ბავშვმა მიიღოს სიამოვნება და ამავდროულად დაეხმაროს ოჯახს სახლის საქმეებში.

 

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის ჩართვა საშინაო საქმეებში: 
 

    • პასუხისმგებლობის განვითარება - ბავშვი სწავლობს, რომ ყველა ოჯახის წევრს აქვს თავისი როლი და ვალდებულებები

 

    • თავდაჯერებულობის ამაღლება - დამოუკიდებლად შესრულებული დავალებები, ბავშვს მოტივაციას და თავდაჯერებულობას მატებს

 

    • მოტორული უნარების განვითარება - სხვადასხვა სახლის საქმიანობა ეხმარება როგორც წვრილი, ისე მსხვილი მოტორიკის გაუმჯობესებას

 

    • რუტინის ჩამოყალიბება - ყოველდიური ჩვევების განვითარება დამოუკიდებლობის საფუძველია

ასაკის შესაბამისი დავალებები 
ბავშვის ჩართულობა საშინაო საქმეებში უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკს, ინტერესებს, უნარებს და შესაძლებლობებს.
2 - 3 წლის ბავშვები შესაძლებელია ჩავრთოთ სათამაშოების შეგროვების და თავის ადგილზე დალაგების პროცეში, ვასწავლოთ, რომ ჭუჭყიანი სამოსი უნდა მოათავსოს სარეცხ კალათაში.
4 - 5 წლის ასაკის ბავშვებს, შესაძლებელია ვთხოვოთ დაგვეხმარონ მცენარეების მორწყვასა და შინაური ცხოველების გამოკვებაში. სუფრის გაშლი პროცესში  მაგ: ხელსახოცები მოთავსოს მაგიდაზე.
6 - 8 წლის ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ საკუთარი ოთახი/სივრცის მოწესრიგებაში (მტვრის გადაწმენდა, წიგნების თაროზე/მაგიდაზე დალაგება), სუფრის ალაგება და ჭურჭლის ნიჟარაში მოთავსება.
 
9 - 12 წლის ბავშვი შეგვიძლია ჩავრთოთ მარტივი კერძების მომზადების პროცესში, როგორიცაა, სალათების და სენდვიჩების გაკეთება.
 
13 + მოზარდები უკვე მონაწილეობენ სახლის დასუფთავებაში, თუმცა მნიშნელოვანია, რომ დასუფთავებისთვის საჭირო საშუალებებთან შეხების შემთხვევაში, გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოების წესები. გარდა ამისა, შეგვიძლია შევთავაზოთ ფინანსური პასუხისმგებლობების განაწილება, მაგალითად, აუცილებელი საყოფაცხოვრებო პროდუქტების შეძენა და მცირე ბიუჯეტის დამოუკიდებლად განკარგვა.  

 
როგორ გავამარტივოთ პროცესი

  • თამაში და მოტივაცია - დავალებები თამაშად უნდა გადავაქციოთ, რათა ბავშვისთვის საინტერესო და სახალისო იყოს 
  • დაწვრილებითი ინსტრუქცია - პირველ ეტაპზე დავალებები უნდა იყოს მარტივი და გასაგები
  • დახმარება და მხარდაჭერა - საჭიროებიდან გამომდინარე უნდა  შევთავაზოთ დახმარება, რათა სწორად შეასრულოს დავალება
  • შექება და პოზიტიური გამტკიცება - ბავშვის მიღწევები უნდა აღინიშნოს, რაც მას დამატებით მოტივაციას მისცემს ჩაერთოს პროცესში.

 

Spread the love

Tell us what you think