Როგორ აღვნიშნოთ ოჯახის საერთაშორისო დღე ბავშვებთან ერთად?

full-shot-happy-family-outdoors

1993 წლიდან, ყოველი წლის 15 მაისს, ოჯახის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღის დაწესების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახის მნიშვნელობაზე და იმ მრავალ გამოწვევაზე, რომელსაც ოჯახები აწყდებიან.
გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომელიც დაეხმარება თქვენს პატარებს ოჯახისადმი მიკუთვნებულობის განცდის გაზრდაში და ოჯახური კავშირების გამყარებაში.

 

საგვარეულო ხე: მოიმარაგეთ სახატავი ფორმატი, ფერადი ფანქრები, წებო და რაც მთავარია - ოჯახის წევრების ფოტოები. Ბავშვებთან ერთად დახატეთ დიდი ხე, ხის კენწეროში კი ჩააკარით თქვენი შვილის/ების ფოტოები. დაეხმარეთ ბავშვებს, განსაზღვრონ, ვინ იქნება ხის კენწეროში მათთან ერთად, ვინ იქნება ქვედა ტოტებზე და ვინ ხის ფესვებთან. თითოეულ ფოტოს დააწერეთ სახელი და დაბადების თარიღი. თუ ყველა ოჯახის წევრის ფოტო არ გაქვთ, ბავშვებთან ერთად დახატეთ ისინი და ეცადეთ თითოეულს ჰქონდეს რაიმე დამახასიათებელი ან სახალისო დეტალი, მაგ. ვარცხნილობა, ქუდი, კატა, ტელეფონი და სხვ.

 

წვეულება: ბავშვებთან ერთად დაგეგმეთ წვეულება, სადაც დაპატიჟებული იქნებიან გაფართოებული ოჯახის წევრები - ბებია-ბაბუები, ბიძა, დეიდა, მამიდა, მათი შვილები და ა.შ. Სთხოვეთ ოჯახის წევრებს, რომ წვეულებაზე მოიტანონ მათი საყვარელი კერძი ან სასუსნავი. Ბავშვების დახმარებით, თავადაც მოამზადეთ თქვენი და თქვენი შვილებისათვის საყვარელი სადილი. 

 

ოჯახის ფუნქცია: სახატავი ფორმატის შუა ნაწილში დაწერეთ ოჯახი, გაუკეთეთ გარშემო ისრები და ბავშვებთან ერთად მოაწყვეთ გონებრივი იერიში ოჯახის და მისი წევრების ფუნქციების შესახებ. Გაიხსენეთ მაგალითი თითოეული პასუხის დასახელების შემდეგ. Მაგალითად, თუ დაასახელებთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც თქვენმა შვილმა, ავადმყოფობის დროს ჩაი მოგიმზადათ. 

 

Წერილები: თითოეულმა ოჯახის წევრმა დაუწერეთ წერილი ოჯახის დანარჩენ წევრებს. დაწერეთ თქვენი სურვილების ან მოლოდინების შესახებ, იყავით გულწრფელი და ორიგინალური. Წერილებს ადრესატები მომავალ წელს, იმავე დღეს გახსნიან. თუ ბავშვებმა წერა არ იციან, წერილის ნაცვლად შეიძლება იყოს ნახატი. 

 

თამაშები: ითამაშეთ თამაშები, რომლებიც ზრდის ოჯახის შეჭიდულობას. Მაგალითად, დადგით ფერადი შოკოლადით სავსე ჯამი და მიანიჭეთ ფერებს მნიშვნელობა. Პირობითად, ყვითელი - ყველაზე სასაცილო მოგონება, წითელი - რის გამოსწორებას ვისურვებდით, ყავისფერი - სამომავლო გეგმები, მწვანე - რა გეწყინათ და ა.შ. თითოეული ოჯახის წევრი თვალდახუჭული იღებს შოკოლადს ჯამიდან და ამბობს ფერის შესაბამის პასუხს. ასე გრძელდება რიგ-რიგობით, სანამ ჯამი არ დაცარიელდება. 

Spread the love

Tell us what you think