Რას ნიშნავს დამოუკიდებელი ცხოვრება და რას საქმიანობენ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები მისი ხელშეწყობისთვის?
Რას ნიშნავს დამოუკიდებელი ცხოვრება?
CRPD (Convention on the Rights of Persons with Disabilities), ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ჩართვის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებს. იგი განსაზღვრავს დამოუკიდებელ ცხოვრებას, როგორც შშმ პირთა ძირითად პრინციპს და ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას.
CRPD-ის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება ნიშნავს არჩევანის გაკეთების თავისუფლებას და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის ფლობას. ის გულისხმობს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს და საზოგადოებაში ჩართულობას, საჭირო მხარდამჭერ მომსახურებებზე, დახმარებებზე და მისადაგებებზე წვდომით, რაც ხელს უწყობს პირის სრულ მონაწილეობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში.
CRPD-ის განმარტებით დამოუკიდებელი ცხოვრების ძირითადი კომპონენტებია:
- ავტონომია და თვითგამორკვევა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და გააკეთონ არჩევანი საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მათ შორის, საცხოვრებელ ადგილთან, , ყოველდღიურ საქმიანობებთან, დასაქმებასთან, განათლებასთან და სხვა სფეროებთან დაკავშირებით, ისე რომ არ დაექვემდებარონ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის არსებობის გამო.
- მისაწვდომობა - იმის უზრუნველყოფა, რომ ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია მისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს სხვებთან თანაბრად და თანასწორად იფუნქციონირონ და იურთიერთონ გარემოსთან.
- მხარდამჭერი მომსახურებები და ასისტირება - მისაწვდომობა საჭირო დამხმარე მომსახურებებზე, პერსონალურ ასისტირებაზე, დამხმარე საშუალებებსა და მოწყობილობებზე, რომლებიც საშუალებას მისცემს შშმ პირებს იცხოვრონ დამოუკიდებლად, მიიღონ სრული მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მოახდინონ თავიანთი უფლებების რეალიზება.
- ინკლუზია და მონაწილეობა - თემში და საზოგადოებაში ინტეგრაცია, კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობა მათი შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ბარიერების გარეშე.
- ღირსება და პატივისცემა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსების, თანმდევი ღირებულებისა და უფლებების დაცვა, მათ მიმართ პატივისცემით და დისკრიმინაციის გარეშე მოპყრობის უზრუნველყოფა.
CRPD ხაზს უსვამს ისეთი პირობების შექმნის მნიშვნელობას, რომლებიც საშუალებას მისცემს შშმ პირებს დამოუკიდებლად მოახდინონ საკუთარი უფლებების და არჩევანის რეალიზება, რაც უზრუნველყოფს მათ სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებაში. საუბარია ინდივიდების გაძლიერებაზე, რომ მათ წარმართონ თავიანთი ცხოვრება ისე, როგორც თავად აირჩევენ, საჭირო მხარდაჭერითა და პირობებით, რათა გადალახონ სოციალური ნორმებითა და ფიზიკური შეზღუდვებით გამოწვეული ბარიერები.
Რა არის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი?
დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი (დცც) არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია და იმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების მიერ. ცენტრში დასაქმებულთა 100% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელია. აქედან არანაკლებ 51% არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ცენტრი დაარსდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობითვის საჭირო მომსახურებების შექმნისა და მიწოდების მიზნით. იგი წარმოდგენს თემს და უზრუნველყოფს თემის ინტერესების დაცვას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების უწყებების წინაშე. საქართველოს მასშტაბით მოცემულ ეტაპზე ფუნქციონირებს დამოუკიდებელი ცხოვრების 6 ცენტრი - თელავის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
ამ ცენტრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ სხვადასხვა მომსახურებების, რესურსებისა და მხარდაჭერის გაწევის პროცესში, რათა შშმ პირები გაძლიერდნენ ისე, რომ იცხოვრონ ავტონომიურად და ინკლუზიურად თემებში.
მიჰყევით ბმულებს, თითოეული დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის სოციალურ მედია-პლატფორმაზე გადასასვლელად, Facebook-ზე: Batumi ILC, Zugdidi ILC, Ozurgeti ILC, Kutaisi ILC, Telavi ILC, Lagodekhi ILC.
Tell us what you think