მშობლობა და დანაშაულის განცდა

high-angle-parents-brushing-daughter-hair

დანაშაულის განცდა ერთ-ერთი სოციალური ემოციაა, რომელიც ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს, გადადგმულ მცდარ ნაბიჯებს ახლავს თან და გვიბიძგებს მათი გამოსწორებისკენ. თუმცა მშობლებს, ეს ემოცია ხშირად ყოველგვარი რეალური, საფუძვლიანი მიზეზის არსებობის გარეშეც ეუფლებათ. მათ ნაწილს მუდმივად ეჩვენება, რომ არ აკეთებს საკმარისს შვილებისთვის ან უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელთაც დამღუპველი გავლენა აქვთ ბავშვის განვითარებაზე. დანაშაულის ქრონიკული განცდა ხშირად შემთხვევაში იმ არარეალისტური მოლოდინებითაა გამოწვეული, რომლებსაც მშობლებს ოჯახის სხვა წევრები, მეზობლები, მეგობრები, ტელევიზიის თუ სოციალური მედია საშუალებები უყენებენ ხოლმე. 

  • აღსანიშნავია, რომ დანაშაულის განცდა ორივე სქესის მშობლებს შორისაა  გავრცელებული, თუმცა ემპირიული მონაცემების თანახმად უფრო ხშირად გხვდება დედებში. 
  • ზოგიერთი კვლევის თანახმად, მამებისგან განსხვავებით, დედების უმეტესობა დანაშაულის განცდას ყველაზე მეტად იმასთან დაკავშირებით განიცდის, რომ სამსახურეობრივი მოვალეოებების გამო სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს შვილებს.
  • მშობლობის თანხმლები დანაშაულის განცდა შეიძლება იყოს მოკლევადიანი  (საკუთარი თავის გაკიცხვა იმის გამო, რომ ბავშვის ტელევიზორის ეკრანთან საკმარისიზე მეტი დროით დატოვეთ),  მაგრამ რიგ შემთხვევებში იგი გრძელვადიანია და ქრონიკულ ხასიათს იღებს(ვუწყობ თუ არა ხელს ბავშვის შემეცნებით განვითარებას).  ასეთ შემთხვევაში მას უკიდურესად ნეგატიური ზეგავლენა აქვს მშობლის როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, მასთან გამკლავება უმნიშვნელოვანესია. 

რეკომენდაციები:

  • დააწესეთ გარკვეული საზღვრები:  ადამიანების ნაწილი ხშირად არღვევს გარშემომყოფთა პიროვნულ საზღვრებს, ღიად აკრიტიკებს მათ არჩევანს და იძლევა რჩევებს მაშინაც კი, თუ ამის გაკეთებას არავინ სთხოვთ. მაქსიმალურად მოერიდოთ ასეთი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ან მოკლედ, მაგრამ თავაზიანად განუმარტოთ თუ რატომ მიგაჩნიათ მართებულად საკუთარი მიდგომა. ბავშვებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი მხოლოდ მეორე მშობელთან, პედიატრთან ან არაგანსჯითი დამოკიდებულებების მქონე მეგობრის გარემოცვაში განიხილეთ;
  • იყავით მხარდამჭერი სხვა მშობლების მიმართ: დანაშაულის განცდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს სხვა მშობლები წარმოადგენენ, ამიტომ მნიშვნელოვანია თავადაც არ შევიტანოთ წვლილი ამ ფენომენის გავრცელებაში.  მოერიდეთ სხვა მშობლების გაკიცხვას და მათ კრიტიკას არარეალისტურ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. ამის ნაცვლად, წაახალისეთ ისინიც და საკუთარი თავიც იმისთვის, რომ ბავშვებისთვის აკეთებთ იმას, რაც შეგიძლიათ.   
  • მიმართეთ დახმარებისთვის სპეციალისტს: იმ შემთხვევაში თუკი დანაშაულის განცდამ ქრონიკული ხასიათი მიიღო და გიჭირთ მასთან გამკლავება, სასურველია დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართოთ სპეციალისტს. იზრუნეთ საკუთარ თავზე, რათა შეძლოთ ბავშვებზე ზრუნვა. 
Spread the love

Tell us what you think